საქართველოს ნაკრები კანზასსაც დაეჭიდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდი 24 ივლისს ავსტრიაში შეიკრიბება და 12 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. დღემდე ცნობილი იყო მხოლოდ 10 მეტოქის ვინაობა. ესტონეთისა და ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირებზე მეტოქეებად ამერიკის კოლეჯების გუნდები უნდა გვყავდეს, თუმცა, როცა მზადების გეგმა შედგა, მათი ვინაობა ცნობილი არ იყო.

გუშინ ესტონურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად ტალინში გასამართ ოთხთა ტურნირზე მასპინძელთა, შვედებისა და ქართველების გარდა კანზასის კოლეჯის გუნდი ითამაშებს. თუმცა, მწვრთნელი ფრენკ მარტინი მხოლოდ კანზასელებს არ დაეყრდნობა - ესტონეთში ჩაიყვანს აიოვასა და სირაკუზის კოლეჯების გამორჩეულ კალათბურთელებს.

ესტონელები დიდ ყურადღებას
ამახვილებენ საქართველოს ნაკრებზე - ფაჩულია, შერმადინი, ცინცაძე, სანიკიძე. მოკლედ, კარგი გუნდი გვეწვევაო... შვედეთის ნაკრებში კი სავარაუდოდ "დეტროიტის" მეფარე იონას იერებკო ითამაშებს.

ტალინის ოთხთა ტურნირი 5-7 აგვისტოს გაიმართება და ნაციონალური ტელევიზიით გადაიცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული