საქართველოს ნაკრებს ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე შეემატა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ახალი ამერიკელი კალათბურთელი ითამაშებს. კალათბურთის ფედერაციამ გასულ სეზონში "შალონის" შემადგენლობაში საფრანგეთის თასის მფლობელი და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარკიზ ჰეინესი შეარჩია, რომელიც საქართველოს მოქალაქე გახდება და ჩვენს ეროვნულ გუნდს ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება.

2 დღის წინ ჰეინესმა ესპანური პრიმერადივიზიონის გუნდ "გრან კანარიასთან" გააფორმა კონტრაქტი. ის საქართველოს ნაკრებს ავსტრიაში, 24 ივლისს შეუერთდება.

მარკიზ ჰეინესი
დაიბადა: 19 დეკემბერი, 1986
სიმაღლე: 190 სმ
წონა: 84 კგ
პოზიცია: გამთამაშებელი/მსროლელი
კლუბი: გრან კანარია (ესპანეთი)
კარიერა:
2005-2006 ბოსტონის კოლეჯი (NჩAA) 32 თამაში: 2.5
ქულა, 1.0 პასი
2006-2007 ბოსტონის კოლეჯი (NჩAA) 33 თამაში: 3.8 ქულა, 1,7 პასი
2008-2009 ტეხას არლინგტონი (NჩAA, სასტარტო ხუთეული) 30 თამაში 16.5 ქულა, 5.1 მოხსნა, 3.4 პასი, 1.2 ჩაჭრა. ორქულიანების პროცენტულობა: 47.4 %, სამქულიანები: 34.6 %
2009-2010 ტეხას არლინგტონი (NჩAA, სასტარტო ხუთეული) 30 თამაში 22.6 ქულა, 4.3 მოხსნა, 3.7 პასი, 1.5 ჩაჭრა. ორქულიანების პროცენტულობა: 48.3 %, სამქულიანები: 40.9 %
2010-2011 შალონი (საფრანგეთი) 33 თამაში: 14.3 ქულა, 2.2 მოხსნა, 3.9 პასი, 1.5 ჩაჭრა. ორქულიანების პროცენტულობა: 50.3 %, სამქულიანები: 38.3 %
მიღწევები:
სამხრეთ კონფერენციის (NCAA) მეორე სიმბოლური ხუთეული 2009
სამხრეთ კონფერენციის (NCAA) პირველი სიმბოლური ხუთეული 2010
სამხრეთ კონფერენციის (NCAA) საუკეთესო მოთამაშე 2010
საფრანგეთის ლიგის თასის ფინალისტი 2011

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული