საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 14 ქულით დათმო, თუმცა მეორეში ეს ჩამორჩენა მთლიანად აღმოფხვრა. შემდეგ ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა ქართველების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მიქელაძემ, რის შემდეგ ინიციატივა უკრაინელთა მხარეზე გადავიდა.
დიდ შესვენებაზე მასპინძები 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. დარჩენილ დროში მასპინძლებს სტუმართათვის დაწევის უფლება არ მიუციათ.
უკრაინა-საქართველო 100:72
28:14, 21:22, 25:16, 26:20
უკრაინა: გერუნი
საქართველო: კვანტალიანი (20ქ, 5მ), ნადირაძე (16ქ), მიქელაძე (10ქ, 7პ), ლობჟანიძე (6ქ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"