მეორეც უკრაინ100

AutoSharing Option
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა კიევში მეორე მატჩი გამართა უკრაინელ თანატოლებთან და 72:100 დამარცხდა. უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, მიუხედავად ანგარიშში დაფიქსირებული სოლიდური სხვაობისა, მასპინძლებისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 14 ქულით დათმო, თუმცა მეორეში ეს ჩამორჩენა მთლიანად აღმოფხვრა. შემდეგ ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა ქართველების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მიქელაძემ, რის შემდეგ ინიციატივა უკრაინელთა მხარეზე გადავიდა.

დიდ შესვენებაზე მასპინძები 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. დარჩენილ დროში მასპინძლებს სტუმართათვის დაწევის უფლება არ მიუციათ.

უკრაინა-საქართველო 100:72
28:14, 21:22, 25:16, 26:20
უკრაინა: გერუნი
(25ქ, 12მ), ფურსი (20ქ), არტამონოვი (16ქ, 10პ), შუნდელი (12ქ)
საქართველო: კვანტალიანი (20ქ, 5მ), ნადირაძე (16ქ), მიქელაძე (10ქ, 7პ), ლობჟანიძე (6ქ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული