"ბორჯომი" - ნაკრების ახალი პარტნიორი

AutoSharing Option
გუშინ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და კომპანია "ბორჯომის" გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ნაკრების თბილისში მყოფი ყველა წევრი: ნიკა ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა მეტრეველი, ლაშა გამყრელიძე, გიორგი ცინცაძე, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა, ლაშა ფარღალავა, ლევან ფაცაცია, მიხეილ ბერიშვილი...

- ეროვნული ნაკრების პარტნიორად ასეთი სერიოზული კომპანიის გამოჩენა ჩვენთვის საამაყო და სასიხარულოა. იმედია, ნაკრები ყველას იმედებს გაამართლებს, - აღნიშნა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.

ზაზა კიკვაძემ დასძინა:
- დღეს გაფორმებული პარტნიორობით, პირველ რიგში, მხარდაჭერას ვუცხადებთ
ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მეტად საპასუხისმგებლო თამაშების დროს, რომლებიც ლიტვაში გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში. ჩვენი კომპანია გარკვეულწილად მოვალეც არის გვერდით დაუდგეს გუნდს, რომელსაც ასეთი დიდი მისია აკისრია - საქართველოს სახელის საერთაშორისო არენაზე გატანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული