საკადრო პრობლემების მიუხედავად, მწვრთნელი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს:
- შემადგენლობის საკითხი გარკვეულია - ვერ დაგვეხმარება ამერიკელი ჯეი არ ჰოლდენი, მაგრამ ითამაშებდა თუ არა, მისი გადასაწყვეტი იყო. ასევე მაღელვებს ვიქტორ ხრიაპას საკითხი, სხვა ყველა კალათბურთელის ამბავი გარკვეულია. გვყავს გამოცდილი შემადგენლობა, არაერთ კალათბურთელს უთამაშია ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებსა თუ ოლიმპიადებზე. ეს ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს ანდრეი კირილენკო. მასთან ერთად
კირილენკო ნაკრებს 20 ივლისიდან შუერთდება. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ეროვნული გუნდის შეკრებაზე 1 აგვისტოდან გამოცხადებულიყო, თუმცა რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ კრასნენკოვმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა "იუტა ჯაზის" ფორვარდს ნაკრების შეკრებაზე 20 ივლის გამოცხადება სთხოვეს.
- ველაპარაკე როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, ასევე ეროვნული ნაკრების მწვრთნელს. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გადაწყვეტილი მქონდა, 1 აგვისტომდე დამესვენა, თუმცა სიტყვიერად შევუთანხმდი პრეზიდენტს და მწვრთნელს, რომ რუსეთის ნაკრებს 20 ივლისიდან, სლოვენიურ შეკრებაზე შევუერთდები. ნაკრებში სათამაშოდ ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად ვარ, - განაცხადა "იუტას" ფორვარდმა და განაგრძო:
- გამეხარდა, როცა გავიგე, რომ დევიდ ბლატი რუსეთის ნაკრების მწვრთნელად დარჩა. ის ჩემთვის ყოველთვის იყო კარგი მწვრთნელის მაგალითი და რაც მთავარია, ნაკრებში სიახლეების შემომტანი. ის ახერხებს, რომ ერთდროულად დესპოტიც იყოს და დიპლომატიც. ვარჯიშებისას მკაცრია. თუკი მწვრთნელს მაღალი ავტორიტეტი არ გააჩნია, მისი მუშაობა ნაყოფს ვერ გამოიღებს. ადრე თუ გვიან, მოთამაშე ხმას აიმაღლებს მისი მისამართით და ეტყვის მწვრთნელს: მეგობარო, შენ შეგიძლია გვიყვირო, მაგრამ იცოდე, რომ ნაკრებში ჩვენ სათამაშოდ მოვედით და არა პელმენების გასაკეთებლად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"