ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობა არაერთხელ ჩამოგითვალეთ, შესარჩევ ტურნირზე (ბოსნიაში) მიმავალთა გვარებს 13 ივლისს კიდევ ერთხელ გაგაცნობთ. ამიტომ, ჩვენს მკითხველს გვარების გამეორებით თავს არ შევაწყენთ. სამაგიეროდ, ბევრმა არ იცის, საქართველოს ნაკრებში ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ვინ ვარჯიშობს.
გუშინ ახალგაზრდულის თავკაცი დავით უსტიაშვილი ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი თანაშემწე არჩილ ჟღენტი - 20-წლამდელებს. ეროვნული გუნდი ორ
მატჩი საქართველოს პირველმა ნაკრებმა მოიგო, მაგრამ მის წევრებს აშკარად ეტყობოდათ, რომ ჯერ ფიზმომზადებაზე ვარჯიშობენ... ახალგაზრდები უფრო ხალასიანად გამოიყურებოდნენ. შესაბამისად, ლოგიკური იყო, რომ მთელი თამაშის განმავლობაში წინ 20-წლამდელები იყვნენ. თუმცა ეროვნულის კალათბურთელები უმცროსებს დიდი სხვაობით დაწინაურების უფლებას არ აძლევდნენ. ჰოდა, გადამწყვეტი მომენტი რომ დადგა, უფრო გამოცდილებმა ახალგაზრდებს შეცდომა-შეცდომაზე დააშვებინეს, ბოლო ორ წუთში 11:1 დაწინაურდნენ და მატჩი ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 85:77.
- ვფიქრობ, 20-წლამდელთა ნაკრებს კარგი სპარინგი გავუმართეთ. ისინი საპასუხისმგებლო მისიით ბოსნიაში მიემგზავრებიან და ამ საქმეში წარმატებას ვუსურვებ, -
განაცხადა ნამატჩევს ანატოლი ბოისამ.
დავით უსტიაშვილმა დასძინა:
- მოსამზადებელი ციკლის ერთ-ერთი ბოლო აკორდი ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი იყო. ვფიქრობ, ახალგაზრდული გუნდი სათანადო კონდიციებშია და საბრძოლველად მზადაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"