შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე, რომელსაც ლიტვა 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე უმასპინძლებს, სლოვენია ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე იქნება.
სლოვენიის ნაკრების თავკაცმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა განაცხადა, რომ ლორბეკი მას გუნდის საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე 15 წუთით ადრე დაუკავშირდა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. კალათურთელს ევრობასკეტზე მონაწილეობის სურვილის არქონის მიზეზები არ დაუსახელებია.
სლოვენიელი ცენტრი 2009 წლიდან "ბარსელონას" ღირსებას იცავს. ეროვნულ გუნდში თამაშზე უარის მიზეზად სწორედ ესპანური კლუბის პოზიცია სახელდება,
ევრობასკეტის D ჯგუფში, საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებების გარდა, ბულგარეთის, რუსეთის, უკრაინისა და ბელგიის ეროვნული გუნდები ასპარეზობენ. შემდეგი ეტაპის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო მოიპოვებს.
მომზადებულია Talkbasket.net-ის მიხედვით