ევრობასკეტზე ჩვენი მეტოქე სლოვენია წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა ერაზემ ლორბეკმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე, რომელსაც ლიტვა 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე უმასპინძლებს, სლოვენია ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე იქნება.

სლოვენიის ნაკრების თავკაცმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა განაცხადა, რომ ლორბეკი მას გუნდის საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე 15 წუთით ადრე დაუკავშირდა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. კალათურთელს ევრობასკეტზე მონაწილეობის სურვილის არქონის მიზეზები არ დაუსახელებია.

სლოვენიელი ცენტრი 2009 წლიდან "ბარსელონას" ღირსებას იცავს. ეროვნულ გუნდში თამაშზე უარის მიზეზად სწორედ ესპანური კლუბის პოზიცია სახელდება,
რომელიც თითქოს კალათბურთელის ტურნირში მონაწილეობას არ მიესალმება.

ევრობასკეტის D ჯგუფში, საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებების გარდა, ბულგარეთის, რუსეთის, უკრაინისა და ბელგიის ეროვნული გუნდები ასპარეზობენ. შემდეგი ეტაპის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო მოიპოვებს.

მომზადებულია Talkbasket.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული