არადა, იყო საშიშროება, რომ ფიბა-ევროპას ფიბას კანონის თანახმად გუნდებისთვის 12 კალათბურთელზე მეტის წაყვანის უფლება არ მიეცა. ამ საკითხზე ამასწინათ კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა ილაპარაკა:
- გაზაფხულზე ფიბა-ევროპის დადგენილებით თითოეულ გუნდს უფლება ჰქონდა ლიტვაში გასამართ ევრობასკეტზე 14 კალათბურთელი წაეყვანა... ივნისში, ქალთა ევრობასკეტზეც გუნდებმა 14-14 კალათბურთელი იახლეს, მაგრამ ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს ფიბამ ამოქექა დოკუმენტი, რომლის თანახმად გუნდებს ამა თუ იმ შეჯიბრებაზე 12-ზე
კარგია, რომ ევროპისა და მსოფლიოს საკალათბურთო ორგანიზაციებმა საერთო ენა გამონახეს და სამართლიან გადაწყვეტილებამდე მივიდნენ - ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 31 აგვისტოს დაიწყება, თითოეული ნაკრები 14 კალათბურთელით წარდგება, თუმცა კონკრეტული მატჩის განაცხადში 12 მოთამაშეს შეიყვანენ. შესაბამისად, გაიზარდა გუნდში ნატურალიზებული მოთამაშეების ოდენობაც. თუ აქამდე, საევრობასკეტო 12-კაციან შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ნატურალიზებულის შეყვანა შეიძლებოდა, 14-კაციანში 2 უცხოელის აყვანაა ნებადართული (ოღონდ, კონკრეტული მატჩის განაცხადში მხოლოდ ერთი მათგანი უნდა მოხვდეს).
ასე რომ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე ტორინ გრინიც წაიყვანოს, ახალდამატებული მარკიზ ჰეინსიც და რომელიც როდის დასჭირდება, მაშინ ათამაშოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"