საქართველოში მყოფმა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გულშემატკივრებთან ერთად იხალისეს და ბურთიც გაათამაშეს.
აქციაში მონაწილეობდნენ ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შარაბიძე, მიხეილ ბერიშვილი, ლაშა ფარღალავა, ლევან ფაცაცია, ლაშა გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, კოტე ტუღუში, ნიკა მეტრეველი და გიორგი შერმადინი.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა ავტოგრაფები ჩამოარიგეს და ქომაგებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"