ნაკრების სახალისო შეკრება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კომპანია "ბორჯომის" ინიციატივით გაიმართა.

საქართველოში მყოფმა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გულშემატკივრებთან ერთად იხალისეს და ბურთიც გაათამაშეს.

აქციაში მონაწილეობდნენ ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შარაბიძე, მიხეილ ბერიშვილი, ლაშა ფარღალავა, ლევან ფაცაცია, ლაშა გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, კოტე ტუღუში, ნიკა მეტრეველი და გიორგი შერმადინი.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა ავტოგრაფები ჩამოარიგეს და ქომაგებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული