სავარაუდოდ მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატზე ორივე ნატურალიზებულს წაიყვანს, ვინ რომელ მატჩშიც დასჭირდება იმას ათამაშებს. თითოეული მატჩის განაცხადში ორი ნატურალიზებულის შეყვანა ფიბას წესებით აკრძალულია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძირითადად უკანახაზელი როულანდი დაიტვირთება.
ბულგარელებს შარშანაც ორი ნატურალიზებული ჰყავდათ (ჰოუმანი და კალუეი), მაგრამ მწვრთნელს გამთამაშებელი კალუეი სჭირდებოდა...
შეკრების დასაწყისში მწვრთნელი როსენ ბარჩოვსკი იმედიანადაა:
- ნაკრების წევრები ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ და ოფიციალურ შეკრებას მომზადებულები
მწვრთნელმა ბულგარეთის ნაკრების შანსებზეც ილაპარაკა:
- სხვა ჯგუფებში ბევრი ვარსკვლავური გუნდია და საშუალო დონის ნაკრებებს სამეულში მოხვედრის შანსი თითქმის არ აქვთ. ჩვენთან კი ორი გამოკვეთილი ფავორიტია. შესაბამისად ჩვენს მსგავსად ბელგია, საქართველო და უკრაინა მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ემზადება. რთული ბრძოლები გველის.
ბულგარელთა მოსამზადებელი გეგმა
• 10-25 ივლისი - საწვრთნელი შეკრება ბულგარეთის დაბა ბოროვეცში. სასტუმრო "იასტრებეცი".
• 25-28 ივლისი - საწვრთნელი შეკრება ხორვატიაში. ორი ამხანაგური მატჩი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან.
• 29-31 ივლისი - საერთაშორისო ტურნირი ბორმიოში, იტალია. მონაწილეობენ: იტალია, უნგრეთი, კანადა, ბულგარეთი.
• 1-3 აგვისტო - საწვრთნელი შეკრება სოფიაში, სასტუმრო "ვეგა".
• 5-8 აგვისტო - საერთაშორისო ტურნირი ლიმასოლში, კვიპროსი. მონაწილეობენ: იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი. მეოთხე გუნდი მოგვიანებით გაირკვევა.
• 9-18 აგვისტო - საწვრთნელი შეკრება ბულგარეთის დაბა პრავეცში. სასტუმრო "რიუ რესორთ".
• 19-21 აგვისტო - საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი სკოპიეში, მაკედონია. მონაწილეობენ: მაკედონია, ბულგარეთი. ორი გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
• 23-25 აგვისტო - "აკროპოლისის" საერთაშორისო ტურნირი ათენში, საბერძნეთი. მონაწილეობენ: იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი. მეოთხე გუნდი მოგვიანებით გაირკვევა.
• 29 აგვისტოდან ბულგარეთის ნაკრები ლიტვის ქალაქ კლაიპედაში დაბანაკდება და 31-ში ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.
მოთამაშე დ.თ. სმ გუნდი
ერლ როულანდი 1983 188 უნიკახა (ესპანეთი)
კედრიკ სიმონსი 1986 206 კავალა (საბერძნეთი)
ფილიპ ვიდენოვი 1980 196 პროკომი (პოლონეთი)
ჩავდარ კოსტოვი 1988 196 კავალა (საბერძნეთი)
ივან ლილოვი 1988 196 რილსკი
ტიხომირ ჟელევი 1990 192 ჩერნო მორე
ზლატან გეორგიევი 1985 195 ლევსკი
ალექსანდრ გრუევი 1983 187 რილსკი
ბოჟიდარ ავრამოვი 1990 196 აკადემიკი
ასენ ველიკოვი 1986 188 ლევსკი
დეიან ივანოვი 1986 205 მონტეგრანარო (იტალია)
კალოიან ივანოვი 1986 205 კახასოლი (ესპანეთი)
სტანისლავ ვაკლინოვი 1989 206 რილსკი
ალექსანდრ იანევი 1990 203 ჩერნო მორე
ნიკოლაი ვარბანოვი 1985 209 ტუნდია
პაველ მარინოვი 1988 197 ტუნდია
პაველ ივანოვი 1988 200 ლევსკი
სტეფან გეორგიევი 1978 206 ლევსკი
ტენჩო ბანევი 1980 209 აკადემიკი
მწვრთნელი: როსენ ბარჩოვსკი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"