ბელგიამ პორტუგალიაშიც იმარჯვა

AutoSharing Option
ბელგიასთან წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების ქომაგებს იმედი ჰქონდათ, რომ ბენილუქსელები ქულებს პორტუგალიაში დაკარგავენ, თუმცა აქსელ ერველეს თანაგუნდელებმა 2009 წლის შემდეგ მესამედ დაამარცხეს პორტუგალიის ნაკრები. ამჯერად 78:69.

შეხვედრის დასაწყისიდან ბელგიელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მეორე პერიოდის ბოლოს პორტუგალიელები ერთი ქულით წინ გავიდნენ (33:32). მატჩის მიწურულს ბელგიელთა კლასმა თავისი გაიტანა და პორტუგალიამ შესარჩევ ტურნირში მესამე მატჩიც წააგო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდმა ბედი შორეულ ტყორცნებში სცადა - 10-10 სამქულიანი ჩააგდო. მომდევნო ტურში, 11 აგვისტოს ბელგია ბულგარეთს მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. საქართველოს
ნაკრების მეტოქეები
8 აგვისტო, კოიმბრა (პორტუგალია)
პორტუგალია-ბელგია 69:78
14:16, 19:16, 19:18, 17:28
პორტუგალია: ევანსი (19ქ, 7მ, 5ფ), სილვა (5ქ, 2პ, 2ჩ), გომესი (3ჩ), ფერნანდესი (5ქ, 2პ, 5ფ), ანდრადე (8ქ), პ. პინტუ (5ქ), კორტესი (2ქ), მირანდა (12ქ, 4მ, 5პ), სანტოსი (13ქ)
ბელგია: მოორსი (15ქ, 5პ), ვან როსომი (5ქ), ბეგინი (8ქ, 3მ), ჰარველე (15ქ, 4მ, 4პ), ვან დერ იონკჰეიდი (4ქ, 3მ, 3პ), ლაუერსი, ტაბუ-ებომა (23ქ, 3ჩ), მუია (2ქ), ფეისონი (6ქ, 5ფ)
მსაჯები: ჟ. არტეაგე (ესპანეთი), ე. საბეტა (იტალია), კ. დოდსი (შოტლანდია)

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბელგია 2 2 0 163/133 4
2. ბულგარეთი 2 2 0 141/129 4
3. პოლონეთი 3 1 2 221/222 4
4. საქართველო 2 1 1 148/139 3
5. პორტუგალია 3 0 3 192/131 3




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული