ახალი სლოგანი ახალ მაისურებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ვაკეში, "აკადემიას" დარბაზში ემზადება. გუნდი ფიზმომზადების მწვრთნელის, ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. 18 ივლისს კალათბურთელებს ახალთახალი მაისურები გადაეცათ წარწერით: "როცა გვერდში ქომაგია, მონდომებაც ორმაგია".

ეს მაისურები სპეციალურად "სახალხო ბანკმა" დაამზადებინა, რომელიც საქართველოს ნაკრების პარტნიორია.

როგორც ჩანს, ახალ მაისურებში კალათბურთელებიც კარგად გრძნობენ თავს. მოვუსმინოთ ნოკოლოზ ცქიტიშვილს:

- მოხარულები ვართ, რომ სპონსორი ასეთ ყურადღებას იჩენს ჩვენი ნაკრების მიმართ. სლოგანი ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გულშემატკივრებს ერთ მუშტად შეკრავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სლოგანს დევიზი ჰქვია, თუმცა ესც უცხოური სიტყვაა, ჩვენს ენაში დიდი ხნის წინ შემოტანილი - და კიდევ ერთი უკონტროლოდ შემოტანლი უშინარსო სიტყვა! აბა თქვენ იცით მიშამ არ გაჯობოთ ენის დაბინძურებაში.
ისე საიდან ამდენი მაიაკოვსკები ჩვენში? იქნებ აჯობებდა:
ისროლე ბურთი კალათში,
ნუ ჩავარდები ტალახში.
shoda
21:40 19-07-2011
0

სიახლეები პოპულარული