მეტოქე სლოვენიის ნაკრებს ნახბარი გამოაკლდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, სლოვენიას მნიშვნელოვანი ფიგურა დააკლდა - ბოსტიან ნახბარი. ეს კალათბურთელი NBA-შიც თამაშობდა და ევროპის დონეზე გამორჩეული ფორვარდიცაა, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას ლიტვაში ვერ შეძლებს, რადგან კოჭი აქვს ნატკენი და სექტემბრამდე მის მოშუშებას ვერ მოასწრებს.

- სლოვენიელ ქომაგს ბოდიშს მოვუხდი, ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებ. ექიმებმა კოჭი გამოიკვლიეს და გადაწყვიტეს, რომ ოპერაციას თავიდან ვერ ავიცილებ, - განაცხადა ნახბარმა, რომელიც "გოლდენ სტეიტში" ნიკა ცქიტიშვილის თანაგუნდელი იყო.

ერთი ვარსკვლავის წასვლას მეორის მისვლა დაემთხვა - "ბარსელონას" თავდამსხმელმა ერაზემ ლორბეკმა სლოვენიის ნაკრებში
თამაში გადაწყვიტა. მან თავდაპირველად უარით გაისტუმრა ნაკრების ხელმძღვანელები, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და გუნდს შეუერთდა.

ერაზემი ევროპის 2009 წლის ჩემპიონატზე მსუყე მონაგარით გამოირჩა - საშუალოდ 16.4 ქულასა და 7.4 მოხსნას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული