- შეკრება მყუდრო გარემოში მიმდინარეობს. ნაკრებს ყველა პირობა აქვს, რათა სათანადოდ მოემზადოს. თბილისურმა შეკრებამ, სადაც კალათბურთელები ფიზმომზადებით იყვნენ დაკავებულნი, როგორც ჩანს, ნაყოფიერად ჩაიარა.
- ისინი, რომლებიც თბილისში არ იყვნენ?
- ყველა კალათბურთელის ფიზიკური ფორმა დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ სამუშაო გვაქვს, მაგრამ საპრობლემო არაფერია. ეს შეკრებაც ხომ იმისთვისაა, რომ მოთამაშეთა კონდიციები სრულყოფაში მოვიყვანოთ.
- დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და ძირითადად კომბინაციების დამუშავებით ვართ დაკავებული. ასევე სროლებსა და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებს ვხვეწთ. ძირითადად ბურთთან გვაქვს კონტაქტი, რადგან ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვე რჩება.
- პირველი სპარინგ-მატჩი შაბათს გაქვთ...
- დიახ, ავსტრიასთან შეხვედრა აქ, შტაინბრუნის ბაზაზე გაიმართება. 31 ივლისს კი უკვე ქალაქ ბადენში ჩავატარებთ ავსტრიასთან ამხანაგურ მატჩს. შედეგს ნამდვილად არ ვაქცევთ ყურადღებას. მთავარია, კალათბურთელები შეეწყონ ერთმანეთს და ის კომბინაციები კარგად გაათამაშონ, რაზეც ვმუშაობთ.
- მანუჩარ მარკოიშვილს თბილისური შეკრება ტრავმის გამო არ გაუვლია. ახლა როგორ მდგომარეობაშია?
- მანუჩარი უკვე შეუდგა ვარჯიშს და დღეიდან სრულად დაიტვირთება. მას დასვენების საშუალება მივეცით, რადგან გადატვირთული სეზონის შემდეგ ფეხი დაესვენებინა.
- მარკიზ ჰეინსი როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს?
- იგი მრავალმხრივი კალათბურთელია, ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც გამთამაშებლად, ისე მსროლელად თამაში. არც სროლის სიზუსტე დაეწუნება, მოედანს მშვენივრად ხედავს, არც პასს აგვიანებს და სისწრაფეც მშვენიერი აქვს. მარკიზი ნაკრებს დიდ დახმარებას გუწევს. ჰეინსს ამხანაგური მატჩები გუნდთან შეწყობაში ძალიან დაეხმარება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"