ინტერვიუ დავით უსტიაშვილთან (საქართველოს ეროვნული ნაკრების ასისტენ მწვრთნელი)
– როგორ ჩაიარა შეხვედრამ?
– დამაკმაყოფილებლად. რისთვისაც გავმართეთ ეს მატჩი, საიმისოდ კარგად გამოვიყენეთ. შედეგს ყურადღება არ ექცეოდა, ჩვენი მიზანი კალათბურთელების ფორმის შეფასება დსა სხვა მნიშვნელოვანი დეტალები იყო.
– მწირი ანგარიში რის ბრალია?
– ალბათ იმის, რომ ორივე გუნდი დაცვას აქცევდა ყურადღებას, ცდილობდნენ, ეს
– ავსტრიასთან დღესაც გაქვთ სპარინგ–მატჩი?
– ეს უკვე ოფიციალური ამხანაგური მატჩია. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად მაყურებელი იქნება. შეხვედრა შტაინბრუნთან ახლო მდებარე ქალაქ ბადენში გაიმართება. ბილეთებიც იყიდება და მათი ფასი 5 ევროა.
– როგორ ფორმაში არიან ნაკრების კანდიდატები?
– დამაკმაყოფილებელ ფორმაში არიან. მანუჩარ მარკოიშვილი ნელნელა შედის ფორმაში და ავსტრიასთან თუ არა, მომდევნო ამხანაგურ მატჩებში აუცილებლად ითამაშებს.
ამხანაგური მატჩი. შტაინბრუნი, ავსტრია. 30 ივნლისი
ავსტრია 64:56 საქართველო
29:25 35:31
საქართველო: გამყრელიძე (1), ა. ბოისა (6), ვ. ბოისა (7), ფაჩულია (10 ქულა, 10 მოხსნა), ცინცაძე (7), სანიკიძე (9), ცქიტიშვილი (9), ჰეინსი (7 ქ, 3 პასი), შენგელია
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით