ავსტრიის ნაკრებმა მეტად ხისტად ითამაშა. მასპინძლები ქართველებს არ ერიდებოდნენ. საბოლოოდ ავსტრიელებმა დამაჯერებლად – 72:54 იმარჯვეს. მატჩის შემდეგ ჩვენი რესპოდენტი ტრადიციულად დავით უსტიაშვილი გახდა.
ნაკრების ასისტენტმა მწვრთნელმა მატჩის დეტალები გვიამბო.
– რა უნდა ვთქვათ, წავაგეთ, რაც უპირველესად ჩვენი ბრალია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქემ წარმატებას გადამეტებულად აგრესიული თამაშის ხარჯზე მიაღწია, თანაც მსაჯებისგანაც
– რამდენმა კალათბურთელმა ითამაშა?
– შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ლაშა ფარღალავას არ მიუღია. რაც შეეხებათ მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინს, ისინი განაცხადში არ იყვნენ. ექიმების რჩევით მათ ეს მატჩი გამოტოვეს.
– შერმადინს რა მოუვიდა?
– არაფერი ისეთი, ფეხმა შეაწუხა და ექიმმა 2–3 დღით დასვენება გამოუწერა. მომდევნო ამხანაგურ მატჩს ორივე მათგანი ითამაშებს.
– მატჩს ბევრი მაყურებელი დაესწრო?
– საშუალოდ. არც ბევრი და არც ცოტა. მასპინძლებს მხარდაჭერა ნამდვილად ჰქონდათ.
– B დივიზიონის ბინადართან 18 ქულით წაგება საგანგაშო ხომ არ არის?
– ნამდვილად არაფერია საგანგაშო. ახალი შეკრებილები ვართ, გამალებით ვვარჯიშობთ. ბიჭები გაძაბულები არიან და თამაში ჩაუვარდათ. წინ კიდევ 1 თვე გვაქვს და დარწმუნებული ვარ, სათანადო კონდიციაშიც შევალთ.
ამხანაგური მატჩი. ავსტრია. ბადენი. 31 აგვისტო
ავსტრია 72:54 საქართველო
17:10 19:15 18:18 18:11
საქართველო: გამყრელიძე (1), ა, ბოისა (4), ვ. ბოისა, ფაჩულია (12), ცინცაძე (6), სანიკიძე (2), ცქიტიშვილი (15), ჰენსი, შენგელია (11), შარაბიძე, მეტრეველი, ფაცაცია (3)
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით