მეორე ადგილი როულანდის არყოფნაში

AutoSharing Option
ბორმიო, იტალია
1/2 ფინალი
ბულგარეთი-კანადა 79:72
15:25, 21:24, 22:15, 21:8
ბულგარეთი: ვიდენოვი (15ქ, 6მ), კ. ივანოვი (15ქ, 10მ), ავრამოვი (8ქ, 2პ), ვარბანოვი (1ქ), ლილოვი (2ქ), ველიკოვი (8ქ, 3პ), დ. ივანოვი (6ქ, 5მ), მარინოვი (9ქ), ბანევი (2ქ), კოსტოვი (14ქ), ს. გეორგიევი (2ქ).


ფინალი
იტალია-ბულგარეთი 80:74
28:19, 17:21, 21:14, 14:20
იტალია: ბელინელი (19ქ), გალინარი (20ქ), კუზინი (11ქ)...
ბულგარეთი: ვიდენოვი (18ქ, 4მ), კ. ივანოვი (10ქ), ავრამოვი (7ქ), ვარბანოვი (2ქ), იანევი, ლილოვი, ველიკოვი (5ქ, 3პ), დ. ივანოვი (12ქ, 9მ), მარინოვი (3ქ), ბანევი (2ქ, 6მ), კოსტოვი (11ქ),
ს. გეორგიევი (4ქ),


ბულგარელებმა იტალიის ქალაქ ბორმიოში საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავეს. შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ნახევარფინალში ასე დაწყვილდნენ: ბულგარეთი-კანადა, მაკედონია-იტალია.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ბულგარეთმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე კანადა ჩამოიცილა (79:72), ხოლო მეორე ნახევარფინალში იტალიამ მაკედონია დაამარცხა - 89:70.

ფინალში მასპინძლებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს 9-ქულიანი უპირატესობა და დიდი მცდელობის მიუხედავად ბულგარელებმა დაწევა ვერ მოახერხეს. 80:74 იტალიის სასარგებლოდ.

მოსამზადებელი ეტაპი ახალი დაწყებულია და შედეგის მიხედვით ძნელია, ამა თუ იმ გუნდის სიძლიერეზე მსჯელობა. შემადგენლობების მიხედვით კი ზოგადი დასკვნების გაკეთება შეიძლება. ბულგარეთის ნაკრებში ითამაშებს ნატურალიზებული ერლ როულანდი, თუმცა ბორმიოს ტურნირზე იგი გუნდს ვერ დაეხმარა. როგორც მთავარი მწვრთნელი, როსენ ბარჩოვსკი ამბობს, როულანდი შეკრებაზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

იტალიური ტურნირის მსვლელობისას მთავარი დატვირთვა სწორედ იმ კალათბურთელებზე მოდიოდა, რომლებიც შარშან უძღვებოდნენ გუნდს. მხოლოდ ერთი განსხვავებით: სასტარტო ხუთეულში ერლ კალუეის ნაცვლად გამოჩნდა ახალგაზრდა ბოჟიდარ ავრამოვი, რომელიც თორნიკე შენგელიასთან ერთად "ვალენსიაში" თამაშობდა. თუმცა, ერლ როულანდის დამატების შემდეგ, შესაძლოა, ავრამოვი ხუთეულიდან კვლავ ამოვარდეს.

კიდევ ერთი ნიუანსი, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ: მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთში მაღალი კლასის ცენტრების დეფიციტია, იტალიასაც და კანადასაც მოხსნებში აჯობეს. მასპინძლებს - 31:26, ხოლო ჩრდილოამერიკელებს - 33:20. ეს ბულგარელთა ბრძოლისუნარიანობას უსვამს ხაზს.

ბოლოს მეტოქის მთავარი მწვრთნელის, როსენ ბარჩოვსკის კომენტარს შემოგთავაზებთ:
- სადღეისოდ გუნდი შესაძლებლობების 50 პროცენტს უჩვენებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ევრობასკეტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ, სადაც ჩვენს ჯგუფში ორი გამოკვეთილი ფავორიტია - რუსეთი და სლოვენია. დანარჩენი ოთხეულიდან (საქართველო, უკრაინა, ბელგია, ბულგარეთი) ყველა თანაბარი ძალისაა და ნებისმიერს შეუძლია მესამე ადგილის დაკავება. ამიტომაა საჭირო მაქსიმალური მობილიზება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული