ჩვენი ნაკრებისთვის კი 30 აგვისტოს ავსტრიასთან დაპირისპირება 2011 წელს სადებიუტო იყო. მას მერე ზაზა ფაჩულია და მისი მეგობრები ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში ემზადებიან, რათა უახლოეს მატჩებს უკეთეს ფორმაში შეხვდნენ. ყველაზე ახლოს ტალინში დაგეგმილი ოთხი ერის თასია: 5 აგვისტოს "ჯვაროსნები" მასპინძელ ესტონელებს
აქვე დავაკონკრეტებთ: "კანზასის" უნივერსიტეტის მწვრთნელი ფრენკ მარტინი ესტონეთში ერთგვარ ნაკრებს იახლებს - გუნდში ეყოლება კალათბურთელები "აიოვადან", "სირაკუზიდან", "ნოტრ დამიდან".
ოთხი ერის თასზე ჩვენი პირველი მეტოქე, ესტონეთი B დივიზიონში 2009 წელს დაქვეითდა და ამჟამად მეორე წრის მატჩებისთვის ემზადება. ასევე მეორე ლიგაშია შვედეთი, რომელსაც 2009 წელს ელიტისკენ გზა საქართველოს ნაკრებმა გადაუღობა.
ესტონეთის ყველა მატჩს (მათ შორის, 5 აგვისტოს საქართველოსთან) იქაური ტელევიზია ETV2 გადასცემს.
ესტონეთი
ოთხი ერის თასი
5 აგვისტო
17:45 შვედეთი-კანზასი (NCAA)
21:00 ესტონეთი-საქართველო
6 აგვისტო
18:45 კანზასი (NCAA)-საქართველო
21:00 ესტონეთი-შვედეთი
7 აგვისტო
18:45 საქართველო-შვედეთი
21:00 ესტონეთი-კანზასი (NCAA)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"