მონჩო ლოპესი ქართველი კალათბურთელებიდან ყველაზე კარგად ნიკა ცქიტიშვილს იცნობს - 2007 წელს ერთად მუშაობდნენ. სწორედ 2007 წლის ზამთარში გადაწყვიტა სკიტამ ევროპაში დაბრუნება - ესპანურ "კახასოლში" ჩაირიცხა. მარტის დასაწყისში სევილიურ გუნდში მწვრთნელთა ცვლილება განხორციელდა: მანელ კომასი მონჩო ლოპესმა შეცვალა. ახალმა დამრიგებელმა თამაში გამოასწორა და "კახასოლი" პლეი ოფის ზონასაც დაუახლოვა, თუმცა
ნიკოლოზ ცქიტიშვილი ბატონ მონჩოს დღესაც კარგად ახსოვს:
- სკიტა კარგი მოთამაშეა. მას მოედანზე დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლია. სწორედ საქართველოში გამომგზავრებამდე გავიგე, რომ მან კონტრაქტი ესპანურ კლუბ `ლაგუნ აროსთან~ გააფორმა. ის ფაქტი, რომ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლიგაში ოთხი მოთამაშე გყავთ, თქვენი ნაკრების კლასზე მეტყველებს. ესპანეთში ცქიტიშვილის გარდა ხომ თორნიკე შენგელია, ტორინ გრინი, ვიქტორ სანიკიძე ასპარეზობენ...
- სანიკიძემ გასული სეზონი იტალიურ სერია A-ში გაატარა...
- მე რომ ესპანეთში ვმუაობდი, სანიკიძე `ესტუდიანტესში~ იყო, თუმცა არანაკლებ ძლიერ ლიგაში გადასულა. მოკლედ, ჩვენგან განსხვავებით, მოთამაშეთა კლასს არ უნდა უჩიოდეთ.
- ეს ფაქტორი მატჩებისას რამდენად მნიშვნელოვანია?
- სასურველია, რომ ნაკრებში ძლიერი ლიგის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა ჩემი აზრით, მთავარი გუნდის შეთამაშება და მებრძოლი ხასიათია.
- ამის გათვალისწინებით ვის მიიჩნევთ ჩვენი ჯგუფის ფავორიტად?
- ბულგარეთს, რომელიც მებრძოლი გუნდია და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. ბულგარელები შესანიშნავად თამაშობენ დაცვაში, რაც განაპირობებს შეტევაში წარმატებას. შემდეგ, ალბათ, საქართველოს ჰყავს ყველაზე ძლიერი გუნდი. ბელგიელების თამაშმა გამაკვირვა, არ ველოდი თუ ასე შეკრული ნაკრები ეყოლებოდათ. პოლონელებს ძალისმიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა არასტაბილურები არიან და ეს მათი მინუსია.
- ალბათ ბულგარეთთან წაგებულ მატჩს გულისხმობთ...
- სამწუხაროდ, ბულგარეთისა და პოლონეთის მატჩს ვერ ვუცქირე, ბელგიასთან ჩვენს თამაშს დაემთხვა. ვიცი, რომ პოლონეთი ბოლო მეოთხედამდე დამაჯერებლად უგებდა და საბოლოოდ დამარცხდა. დაახლოებით ასეთი თამაში მოგვიგო ბულგარეთმა - ბოლო 5 წუთში ისეთი დაცვა გვეთამაშა, სამქულიანი არ გვასროლინა.
- რას იტყვით, თვენი ნაკრების დებიუტანტ ნატურალიზებულ ამერიკელ ჰაშიმუ ევანსზე?
- ევანსის კმაყოფილები ვართ. მან ყველა მატჩში თავი გამოჩინა. თუმცა, თუნდაც ერთი გამარჯვების მოპოვებას მხოლოდ მისი ძალისხმევა არ ეყო.
- აქამდე რატომ არ შეიმატეთ ევანსი?
- პორტუგალია, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც მოქალაქეობას ვერ მიიღებ თუ 6 წელი მაინც არ იცხოვრებ და იმუშავებ. სხვა ქვეყნებში მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის განკარგულებით შეიძლება, ჩვენთან ასე არაა. ამიტომ, საქართველომ და ჩვენი ჯგუფის ყველა წევრმა უკვე რამდენიმე ამერიკელს ნატურალიზაცება მოასწრო. ევანსმა 6 წლის წინ პორტუგალიელი ცოლი მოიყვანა, რის შემდეგაც პორტუგალიის მოქალაქეობას ელოდებოდა და ახლაღა მიიღო.
პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა:
4 მიგელ მინავა
უკანახაზელი
დაიბადა: 1983
სიმაღლე: 197 სმ
გუნდი: "ბენფიკა"
5 ჰეშიმუ ევანსი
ფორვარდი
დაიბადა: 1975
სიმაღლე: 198 სმ
გუნდი: "ბენფიკა"
6 ხაიმე სილვა
უკანახაზელი
დაიბადა: 1980
სიმაღლე: 187 სმ
გუნდი: "გიმარაეში"
7 დავიდ გომესი
უკანახაზელი
დაიბადა: 1986
სიმაღლე: 200 სმ
გუნდი: "პორტუ"
8 ფრანცისკო ჟორდაო
ცენტრი
დაიბადა: 1979
სიმაღლე: 203 სმ
გუნდი: "ბენფიკა"
9 მარიო ფერნანდესი
უკანახაზელი
დაიბადა: 1982
სიმაღლე: 176 სმ
გუნდი: "კაბი"
10 კარლოს ანდრადე
ფორვარდი
დაიბადა: 1978
სიმაღლე: 197 სმ
გუნდი: "პორტუ"
11 პედრო პინტუ
უკანახაზელი
დაიბადა: 1988
სიმაღლე: 186 სმ
გუნდი: "ბარეირენსე"
12 ანდრე პინტუ
ფორვარდი
დაიბადა: 1980
სიმაღლე: 200 სმ
გუნდი: "ოვარენსე"
13 ნუნუ კორტესი
ცენტრი
დაიბადა: 1982
სიმაღლე: 205 სმ
გუნდი: "ოვარენსე"
14 მიგელ მირანდა
ფორვარდი
დაიბადა: 1978
სიმაღლე: 205 სმ
გუნდი: "პორტუ"
15 ჟოაო სანტუში
ფორვარდი
დაიბადა: 1979
სიმაღლე: 205 სმ
გუნდი: "პორტუ"
მთვარი მწვრთნელი: მონჩო ლოპესი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"