სანაკრებო შეკრება დატოვა და უკვე საქართველოშია მიხეილ ბერიშვილი, რომელიც შარშანაც იყო ნაკრებში გამოძახებული და ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
კოტე ტუღუში ნაკრების მენეჯერი გახდა და გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს, ხოლო რაც შეეხება ტორინ გრინს, მას სამიოდ თვის წინ მიღებული მძიმე ტრავმა ჯერაც ვერ
"გრინს გასული სეზონის ბოლოს მოტეხილი ფეხის თითი ჯერაც აწუხებს. მან ვერ შესძლო საქართველოს ნაკრებში ვარჯიში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ტრავმა თითქმის მოშუშებულია. გრინი 8 აგვისტოს ჩიკაგოს კლინიკაში გენერალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუკი ექიმები ნებას დართავენ, ის საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება".
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 მოთამაშით გაემგზავრება. ფიბა-ევროპამ გადაწყვეტილება შეცვალა და აქამდე გამოცხადებული 14 მოთამაშე ორით შეკვეცა.
"მას შემდეგ, რაც ფიბა-ევროპამ ევრობასკეტზე მონაწილე გუნდებს შემადგენლობა 14-ამდე გაუზარდა, ფიბა-მ, ყველა რეგიონალურ საკალათბურთო ორგანიზაციაზე მაღლა მდგომმა ორგანომ განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე და ზოგადად კალათბურთში მიღებულია გუნდში 12 მოთამაშის ყოფნა. იმ გუნდებს, რომლებსაც ოლიმპიადაზე თამაში სურთს, ამ წესს უნდა დაემორჩილონ. ამის შემდეგ ფიბა-ევროპამ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება და ევრობასკეტზე, ლიტვაში გუნდები 12 მოთამაშით გაემგზავრებიან", - განაცხადა მერაბ რატიშვილმა.
gbf.ge