რუსეთი და ბულგარეთი კვიპროსში დამარცხდნენ

AutoSharing Option
კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე მორიგი მატჩები გაიმართა.

ჩვენ ეს ტურნირი იმიტომ გვაინტერესებს, რომ მასში საქართველოს ნაკრების მომავალი ევროპის ჩემპიონატის მეტოქეები - რუსეთი და ბულგარეთი გამოდიან.

პირველ დღეს ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ - რუსეთმა ბულგარეთი 88:51 გაანადგურა. მომდევნო მატჩებში კი ორივე მათგანი დამარცხდა: რუსეთმა იტალიასთან წააგო, ბულგარეთმა - პოლონეთთან.

რუსეთის ნაკრებში წინა მატჩისგან განსხვავებით არ უთამაშია ანდრეი კირილენკოს. სავარაუდოდ, მას მცირე ტრავმა აწუხებდა და მწვრთნელებმა იგი არ დატვირთეს. რუსები იგებდნენ პირველი ტაიმის შემდეგ (37:32), თუმცა მეორეში იტალიელებმა ანდრეა ბარნანისა და სტეფანო მანჩინელის
აქტიურობით თამაშში გადრატეხა შეიტანეს და საბოლოოდ 71:67 იმარჯვეს.

ბულგარეთმა კი მხოლოდ პირველი მეოთხედი მოუგო პოლონეთს, ისიც 1 ქულით, რის შემდეგაც ჩამორჩა და საბოლოოდ 55:64 დამარცხდა. უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთი შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. მის შემადგენლობაში არ იყო არც გუნდის ლიდერი მარცინ გორტატი, არც ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი მაციე ლამპე და არც ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე, ბულგარეთი კი ოპტიმალური შემადგენლობით იყო და შეხვედრა ისე ჩაამთავრა, მოგების შანსი არ მისცემია.

ბულგარელთაგან 14 ქულით საუკეთესო იყო დეიან ივანოვი, ხოლო ფილიპ ვიდენოვმა 11 ქულას მოუყარა თავი. დღეს, ტურნირის ბოლო ტურში ბულგარეთი ისრაელს შეხვდება, ხოლო იტალია - პოლონეთს.

კვიპროსის საერთაშორისო საკალათბურთო ტური. 6 აგვისტო

რუსეთი 67:71 იტალია
ბულგარეთი 55:64 პოლონეთი

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული