ბელგიელები ევროპულ საკალათბურთო გუნდებს არ ეკარებიან, არც ისეთი ვებ-გვერდი აქვთ (რუსებისგან, სლოვენიელებისგან, უკრაინელებისგან, ბულგარელებისგან განსხვავებით), სადაც მათი ნაკრების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოიძიებ.
ბელგიელებმა თავიანთი პირველი მოსამზადებელი მატჩი 3 აგვისტოს, კოტ-დივუარის ნაკრებთან შინ გამართეს და 78:66 დაამარცხეს. ედი კასტილსის გაწვრთნილი ბელგია ახლა ამერიკაში მიემგზავრება, სადაც ჯერ დალასში, შემდეგ კი კანადის ქალაქ ტორონტოში გამართავს მოსამზადებელ შეკრებას. ამ ხნის განმავლობაში ბელგიელები 6 საკონტროლო მატჩს გამართავენ კანადასა და პანამაში.
gbf.ge