ტუღუში ნაკრებში აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
ესტონეთში მყოფ კოტე ტუღუშს ნაკრების მზადებაზე ვესაუბრებოდი, როცა ერთი სიახლე გამანდო - წლეულს ნაკრებში აღარ ვითამაშებო.

იგი სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა და ასეთი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. თუმცა, კოტემ იქვე ამიხსნა, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს ("არმიაში" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა) და საქართველოს ნაკრების შტაბში მუშაობა მას სამომავლოდ წაადგება.

კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ამავე დროს ეროვნული გუნდის მენეჯერმა მერაბ რატიშვილმა კოტეს ოფიციალურ სტატუსზე ილაპარაკა:

- ტუღუში ნაკრების მენეჯერი გახდა. იგი ძირითადად მე დამეხმარება სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. კოტემ ნაკრებში
ვარჯიშს თავი დაანება და მთლიანად ახალი საქმიანობითაა დაკავებული. არ არის გამორიცხული, თუ საჭიროება მოითხოვს, ტუღუში იგორ კოკოშკოვის გადაწყვეტილებით, სამწვრთნელო შტაბის საქმიანობაშიც ჩაერთოს, ის ხომ ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კლუბის, ”არმიას” მთავარი მწვრთნელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული