საქართველოს ნაკრები მზადებას განაგრძობს

AutoSharing Option
ესტონეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის შემდეგ საქართველოს ნაკრები ავსტრიაში დაბრუნდა და მზადებას ქალაქ შტაინბურნში განაგრძობს. თუმცა ჩვენი გუნდი ავსტრიაში დიდხანს არ დარჩება - 11 აგვისტოს ჰოლანდიაში გადავა, სადაც ოთხთა ტურნირში ჩაერთვება. შეჯიბრება ქალაქ ალმერეში 12 აგვისტოს დაიწყება. პირველ დღეს ქართველებს მასპინძლები დაუხვდებიან - ჰოლანდიისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მეორე ტურში ქართველთა მეტოქე ისრაელის ნაკრები იქნება, ხოლო დასკვნით მატჩს ჩვენები ამერიკის კოლეჯების წარმომადგენელ "ვილიანოვასთან" ჩაატარებენ. ამერიკელებზე წინასწარ საუბარი ძნელია, სამაგიეროდ კარგად ვიცნობთ ისრაელის ნაკრების შესაძლებლობებს. ამ გუნდმა შარშან
შესარჩევ ეტაპზე თვით იტალიას აჯობა და ევრობასკეტის საგზური მოიპოვა. მას ქართველთათვის ნაცნობი არიკ შივეკი წვრთნის. ეს სპეციალისტი 2007 წელს თბილისში რუსთავის "ენერჯის" წინააღმდეგ სათამაშოდ "ამსტერდამს" ჩამოუძღვა...

ჰოლანდია B დივიზიონის წარმომადგენელია, თუმცა ურიგო შემადგენლობა არ ჰყავს. "ნარინჯისფერთა" ღირსებას იცავენ დენ გაძურიჩი (211 სმ) და ფრანსისკო ელსონი (212 სმ). პირველი "ნიუ ჯერსის" წევრია, მეორე - "იუტა ჯაზის". ელსონი და ნიკა ცქიტიშვილი "დენვერში" ერთად თამაშობდნენ. გაძურიჩი კი 2004-05 წლების სეზონში ზაზას გვერდით "მილუოკის" ღირსებას იცავდა.

12 აგვისტო
19:00 ისრაელი-ვილიანოვა (NCAA)
22:30 ჰოლანდია-საქართველო

13 აგვისტო
19:00 საქართველო-ისრაელი
22:30 ჰოლანდია-ვილიანოვა (NCAA)

14 აგვისტო
19:00 საქართველო-ვილიანოვა (NCAA)
22:30 ჰოლანდია-ისრაელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული