ტურნირის პირველ დღეს ერთმანეთის წინაშე სწორედ ბულგარელები და რუსები წარდგნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს დარჩათ - 88:51. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რუსები კვიპროსში საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდნენ. მათ რიგებში ითამაშეს NBA-ს წარმომადგენლებმა ანდრეი კირილენკომ და ტიმოფეი მოზგოვმა. ბულგარელების რიგებში კი წლეულს პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა ამერიკელმა
მეორე ტურში ბულგარეთმა პოლონეთთან დათმო, ხოლო რუსეთმა - იტალიასთან. ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ანდრეი კირილენკოს.
ტურნირის დასკვნით დღეს რუსეთმა კვლავ წააგო. ამჯერად საბერძნეთთან. თუმცა, მესამე მატჩში გუნდს დაუბრუნდა კირილენკო და 23 ქულაც ჩააგდო, ბომბარდირი კი ვიტალი ფრიძონი გახდა - 24 ქულა. ისრაელთან კარგი გარჯით ფილიპ ვიდენოვმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მექულეა და ევრობასკეტზეც მეტოქეებმა დიდ ყურადღება უნდა დაუთმონ.
ტურნირის დასრულების შემდეგ უკმაყოფილო იყო ბულგარელთა ნაკრების თავკაცი როსენ ბარჩოვსკი. მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა:
- ჯერ ფორმაში არავინაა. მათ შორის ერლ როულანდი, რომელიც გუნდთან ერთად დიდი ხანი არაა, რაც ვარჯიშობს. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. თამაში თუ არ გამოვასწორეთ, ევროპის ჩემპიონატზე ვერაფერს მივაღწევთ.
კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ ბულგარელმა ექიმებმა სტეფან გეორგიევს თავის ტრავმა დაუდგინეს და იგი სავარაუდოდ ევრობასკეტს გამოტოვებს.
კვიპროსის საერთაშორისო ტურნირი
I ტური
ისრაელი-პოლინეთი 65:58
იტალია-საბერძნეთი 70:76
ბულგარეთი-რუსეთი 51:88
6:18, 7:25, 22:26, 16:19
ბულგარეთი: როულანდი (7ქ), კ. ივანოვი (2ქ), ვიდენოვი (8ქ), ზ. გეორგიევი (4ქ), ბანევი, კოსტოვი (2ქ), დ. ივანოვი (8ქ, 5მ), ვარბანოვი (6ქ), ავრამოვი (2ქ), ს. გეორგიევი (4მ), ლილოვი (3ქ), ალეკსიევი (1ქ).
რუსეთი: მოზგოვი (12ქ, 9მ), კირილენკო (10ქ), ბიკოვი (5ქ), ხვოსტოვი (7ქ), მონია (4ქ), ვორონცევიჩი (3ქ), შვედი (9ქ, 5პ), ფრიძონი (14ქ), პონკრაშოვი (5ქ, 5პ), ანტონოვი (10ქ), შაბალკინი (6ქ, 4მ), ვორონოვი (3ქ).
II ტური
საბერძნეთი-ისრაელი 67:66
პოლონეთი-ბულგარეთი 64:55
13:14, 16:13, 15:14, 20:14
ბულგარეთი: დ. ივანოვი (14ქ, 6მ), ვიდენოვი (11ქ, 5მ), როულანდი (7ქ, 4პ), კოსტოვი (2ქ), ვარბანოვი (2ქ, 7მ), კ. ივანოვი (9ქ, 6მ), ზ. გეორგიევი (6ქ), ავრამოვი, ბანევი, ლილოვი, ს. გეორგიევი (4ქ), იანევი.
რუსეთი-იტალია 67:71
21:19, 16:13, 14:17, 16:22
რუსეთი: პონკრაშოვი (5ქ, 5პ, 6მ), მოზგოვი (15ქ, 8მ), ვორონცევიჩი (10ქ, 5მ), მონია (2ქ, 6მ), ხვოსტოვი (5პ), შვედი (1ქ), ფრიზონი (12ქ), შაბალკინი (10ქ), ანტონოვი (2ქ), ვიალცევი, გრიგორიევი, ჟუკანენკო.
III ტური
იტალია-პოლონეთი 88:72
ისრაელი-ბულგარეთი 82:88
16:18, 22:20, 20:23, 24:27
ბულგარეთი: ვიდენოვი (24ქ, 4პ), როულანდი (14ქ, 6პ), დ. ივანოვი (17ქ, 9მ), ზ. გეორგიევი (2ქ, 4პ), ს. გეორგიევი (4ქ), კოსტოვი (10ქ, 7მ), კ. ივანოვი (11ქ, 6მ, 3პ), ვარბანოვი (4ქ, 4მ), ბანევი (2ქ), ავრამოვი, ალეკსიევი, იანევი.
საბერძნეთი-რუსეთი 83:80
14:19, 20:24, 23:17, 26:20
რუსეთი: კირილენკო (23ქ, 9მ, 6პ), მოზგოვი (9ქ, 5მ), მონია (3ქ), ბიკოვი (2ქ), ხვოსტოვი (2ქ), შვედი (8ქ, 4პ), ფრიძონი (24ქ), ვორონცევიჩი (3ქ), ვორონოვი, შაბალკინი (4ქ), ჟუკანენკო (2ქ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"