გიორგი შერმადინი - არც "მანრესა", არც "მაქაბი"... "პანათინაიკოსი"!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა 2010-11 წლების სეზონი სლოვენიის "ოლიმპიაში" გაატარა. იგი ლიუბლიანურ კლუბში განათხოვრების წესით თამაშობდა, კონტრაქტით კი ბერძნულ "პანათინაიკოსს" ეკუთვნის.

ივლისში, საქართველოს ნაკრების ოფიციალური შეკრების დაწყებამდე გიორგის მომავალი ნავსაყუდელის შესახებ ვკითხე. ჯერ არაფერი ვიცი, კონტრაქტის მიხედვით "პანათინაიკოსის" წევრი ვარ და სად გავაგრძელებ კარიერას მნიშვნელოვნად გუნდის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებულიო - მითხრა.

22 წლის, 216 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრს მთხოვნელები უხვად ჰყავდა. ჯერ ისრაელის "მაქაბის" სურდა "პანათინაიკოსისგან" გამოსყიდვა, შემდეგ დაიწერა - შერმადინის გადაბირებით ესპანური "მანრესაა" დაინტერესებულიო.

თუმცა მოხდა, რასაც ყველაზე მეტად
ველოდით - "პანათინაიკოსის" მწვრთნელმა, ჟელკო ობრადოვიჩმა იგი არსად გაუშვა და გადაწყდა: 2011-12 წლების სეზონში შერმადინი "პანათინაიკოსის" ღირსებას დაიცავს. მას ევროლიგის ტიტულის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.
შერმადინი გასულ სეზონში სლოვენიაში რომ თამაშობდა, უკვე გითხარით. მანამდე ორი სეზონი "პანათინაიკოსში" გაატარა, სადაც თბილისის "მაქაბიდან" მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული