რუსეთის ნაკრები ერთი ცენტრის ამარა დარჩა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთის ეროვნული გუნდი ცენტრის, ალექსეი ჟუკანენკოს გარეშე დარჩა. კალათბურთელმა ტრავმა ლატვიაში საწვრთნელ შეკრებაზე მიიღო, სადაც რუსეთის ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ჟუკანენკოს ტრავმის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის დევიდ ბლატის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი დარჩა.

ჟუკანენკომ ვარჯიშის დროს ფეხში ტკივილი იგრძნო. უახლოეს ხანში ის ნაკრების შემადგენლობას დატოვებს და თავის კლუბს "ხიმკის" შეუერთდება, რომელიც ლატვიაში ვარჯიშობს. ჟუკანენკოს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში გამორიცხულია.

ამიერიდან რუსეთის ნაკრების განკარგულებაში 14 ფეხბურთელი დარჩა, ევრო-2011-ის საბოლოო განაცხადში კი 12 მათგანი
მოხვდება.

ევროპის ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც ლიტვაში 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გაიმართება, რუსეთის ნაკრების მეტოქეები ბულგარეთი, საქართველო, უკრაინა, ბელგია და სლოვენია იქნებიან. მეორე ეტაპზე გასასვლელად, მინიმუმ მესამე ადგილზე გასვლა იქნება საჭირო.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული