მესამე მოგება ლიტვის გზაზე

AutoSharing Option
12 აგვისტო
ჰოლანდია-საქართველო 72:77
11:19, 19:18, 17:24, 25:16
საქართველო: გამყრელიძე (29წთ, 2ქ), ვ. ბოისა (19წთ, 4ქ), ფაჩულია (30 წთ, 12 ქ, 6მ), შერმადინი (11წთ, 2ქ), მარკოიშვილი (26წთ, 19ქ), სანიკიძე (25წთ, 11ქ, 12მ), ცქიტიშვილი (16წთ, 13ქ), შენგელია (19წთ, 9ქ, 5მ), ჰეინსი (25წთ, 5ქ)
არ უთამაშიათ: შარაბიძეს, ფაცაციას, ფარღალავას.
განაცხადში არ ყოფილან: ა. ბოისა, ცინცაძე.
ჰოლანდია: სმუელდერსი (15ქ), გაძურიჩი (11ქ), ვოორნი (11ქ), იანსენი (8ქ), ვან კემპენი (8ქ), სლაგტერი (5ქ), ვან დერ ჰორსტი (5ქ), ოსიაკვუვუმვამი (3ქ), ვესელსი (2ქ), როიე (2ქ), ტეეუკვენსი (2ქ).

საქართველოს ნაკრებმა
მოსამზადებელ ეტაპზე მოგება-წაგებების რაოდენობა გაათანაბრა. ჰოლანდიასთან გუშინდელ დაპირისპირებამდე იგორ კოკოშკოვის შეგირდებს 3 მატჩი ჰქონდათ წაგებული და 2 მოგებული. ჰოლანდიის ქალაქ ალმერეში კი ადგილობრივი ნაკრები 77:72 დაამარცხა და მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

ქართველთა კრებული პირველივე ტაიმში დაეუფლა უპირატესობას და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ფორით გავიდა - 37:30. 20 წუთში ჰოლანდიამ 30 ქულა ჩააგდო. ასეთი შედეგის გამო ქართველთა დაცვის მიმართ კომპლიმენტი არ უნდა დავიშუროთ.

მეორე ტაიმში სიტუაცია უფრო დაიძაბა, თუმცა, როგორც წინა ორ შეხვედრაში, ჩვენმა კალათბურთელებმა გამოცდილების წყალობით ბოლო წუთებიც დამაჯერებლად ჩაატარეს და საბოლოოდ ხუთქულიანი უპირატესობით იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების ბომბარდირი მანუჩარ მარკოიშვილი გახდა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო. ვიქტორ სანიკიძემ სეზონის პირველი სანაკრებო დუბლი შეასრულა: 11 ქულა, 12 მოხსნა. ფაჩულიას ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნა იყო, ხოლო ცქიტიშვილს 13 ქულის მოსაგროვებლად 16 წუთიც ეყო.

ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა ამ მოსამზადებელ ეტაპზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ჰოლანდიელებთან შეხვედრაში იყო ხარვეზები, რაც ევროპის ჩემპიონატამდე აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. მთავარია, რომ სწორი გზით მივდივართ და ყოველი თამაშის მერე ვუმატებთ.

ეს ტურნირი შეთამაშებისა და ხარვეზების გამოსასწორებლად საუკეთესო საშუალებაა. წინ არაერთი მატჩი გველის და უნდა ვეცადოთ, რომ ოპტიმალური კონდიციების მისაღწევად თითოეული შეხვედრა მაქსიმალურად გამოვიყენოთ".

დღეს, 13 აგვისტოს ალმერეს ტურნირზე საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული