"ცინცხალი" რეპორტაჟები ევრობასკეტიდან ქართველი გულშემატკივრისთვის

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის გახსნამდე ერთი დღით ადრე, 30 აგვისტოს, კლაიპედაში "ლელოს" კორესპონდენტი - ვაჟა სიმონიშვილიც ჩავა.

საქართველოს ნაკრების მსგავსად, ისიც სასტუმრო "ამბერტონში" იცხოვრებს და მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდებას არა მხოლოდ კლაიპედის საკალათბურთო დარბაზიდან, არამედ ჩვენი ქვეჯგუფის ყველა ბინადრის დისლოკაციის ადგილიდან, ანუ შიდა სამზარეულოდანაც შეძლებს.

გარდა ამისა, "ლელოს" ჟურნალისტი რეპორტაჟებს "პალიტრა TV"-სთვისაც მოამზადებს, საქართველოს ნაკრების მატჩების მსვლელობისას კი რადიო "პალიტრას" პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე ჩაერთვება.

სპორტული გაზეთის კორესპონდენტის "ცინცხალი" რეპორტაჟები ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგება რაგბისადმი მიძღვნილი პოსტებიდან აგეღოთ მაგალითი და შეხვედრათა განრიგი გამოგექვეყნებინათ, რეპორტაჟების დრო და ა.შ....
oldcoyot
18:20 28-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული