საქართველოს ნაკრების მსგავსად, ისიც სასტუმრო "ამბერტონში" იცხოვრებს და მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდებას არა მხოლოდ კლაიპედის საკალათბურთო დარბაზიდან, არამედ ჩვენი ქვეჯგუფის ყველა ბინადრის დისლოკაციის ადგილიდან, ანუ შიდა სამზარეულოდანაც შეძლებს.
გარდა ამისა, "ლელოს" ჟურნალისტი რეპორტაჟებს "პალიტრა TV"-სთვისაც მოამზადებს, საქართველოს ნაკრების მატჩების მსვლელობისას კი რადიო "პალიტრას" პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე ჩაერთვება.
სპორტული გაზეთის კორესპონდენტის "ცინცხალი" რეპორტაჟები ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"