უსტიაშვილი: "დაცვაში თამაშის გამოსწორებამ ლატვია დაგვამარცხებინა"

AutoSharing Option
საქართველოსა და ლატვიის ამხანაგური მატჩის შემდეგ რიგაში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა განვლილ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"პირველ ტაიმში თამაში არ გამოგვივიდა. განსაკუთრებით არ გაგვიმართლა დაცვაში, რისი შედეგიც იყო ის, რომ ლატვია 10 ქულით დაწინაურდა. შესვენების შემდეგ დაცვა გავამაგრეთ და შეხვედრაში გარდატეხაც შევიტანეთ. პირველ ტაიმში ვერ მოხერხდა დაცვის დალაგება, თუმცა მესამე პერიოდში ეს შევძელით და შედეგმაც არ დააყოვნა."

"მეტოქე უკვე გატეხილი გვყავდა და შეგვეძლო, მესამე პერიოდის ბოლოს სოლიდური უპირატესობაც მოგვეპოვებინა, თუმცა მსაჯებმა არ დაგვინდეს და ლატვიელებმა კვლავ მოახერხეს წინ გასვლა.
ბოლო მეოთხედში თავისი სიტყვა თქვა ზაზა ფაჩულიამ. მან გამორჩეულად ითამაშა და ღმერთმა ქნას, სულ ასეთი წარმატებული იყოს. ფაჩულიასთან ერთად სხვებმაც კარგად ითამაშეს და მთლიანობაში, ეს გუნდური გამარჯვება იყო."

"ლატვიელებს ამ მატჩის მოგება ძალიან უნდოდათ. ისინი საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშობდნენ, თანაც აქამდე ყველა მოსამზადებელი მატჩი წაგებული ჰქონდათ და გამარჯვება ძალიან სურდათ. ამიტომაც იყო, რომ მასპინძლები ბოლო წამამდე გმირულად იბრძოდნენ, თუმცა ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეტოქეს არაფერი დავუთმეთ."

"წინ კიდევ 2 საკონტროლო მატჩია - ერთი ლატვიასთან და ერთიც ლიტვასთან. ამ მატჩებში ისევ და ისევ დაცვის სრულყოფაზე და შეცდომების მაქსიმალურად შემცირებაზე ვიზრუნებთ."

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული