***
ბულგარელებს ქართველები პირველად 2001 წელს თბილისში დაუპირისპირდნენ.
- დავით მუშკუდიანი ბულგარეთის "ვარნაში" თამაშობდა და მეტოქეზე რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია მოგვაწოდა. ვიცოდით, რომ ბულგარელებს ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდათ - მინჩევი და სტოიკოვი. მოსამზადებელი შეკრებაც გავიარეთ, საბრძოლო შემადგენლობასაც მოვუყარეთ თავი და თბილისში ბულგარეთის ძლევაც ლოგიკური იყო, - იხსენებს ნაკრების მეორე
მინჩევმა 4 სამქულიანი ჩააგდო და 16 ქულა მიითვალა, სტოიკოვმა კი მხოლოდ 15 წუთი ითამაშა... სხვათა შორის, ტოდორ სტოიკოვმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ წლეულს გამოაცხადა.
ქართველებმა მეტოქე ფარქვეშ დაჩაგრეს - მოხსნებში 40:25 მოუგეს. ვახტანგ ნაცვლიშვილი და ზაზა ფაჩულია გამოირჩნენ. ვატომ 22 წუთში 25 ქულა და 11 მოხსნა მოინაგრა, ხოლო ტრავმირებულმა ზაზამ 20 ქულა, 8 მოხსნა და 5 ჩაჭრა.
ზაზას ტრავმაზე ნუგზარ კანდელაკი მოგვითხრობს:
- ფაჩულიას თურქულ "ულქერში" თამაშისას ყბაში იდაყვი მოხვდა, საქართველოში ჩამოსული ვერ ლაპარაკობდა და ნორმალურად ჭამაც უჭირდა, თუმცა მოედანზე მისი შეჩერება ვერც ერთმა ბულგარელმა მოახერხა.
თავად ზაზა ფაჩულია იხსენებს:
- ბულგარეთთან დაპირისპირებამდე სპორტის სასახლეში ერთი მატჩიც არ ჩამეტარებინა (ვერის ბაღში მქონდა ნათამაშები). ამიტომ, ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარსადგომად განსაკუთრებულად ვემზადებოდი. თუმცა მოულოდნელად წინ დიდი ბარიერი აღიმართა - "ულქერის" ხელმძღვანელობა საქართველოში არ მიშვებდა, რადგან თურქეთის პირველობის პლეი ოფები მიმდინარეობდა. ეს რომ გაიგო, ცხონებულმა დუდუ დადიანმა იმდენი მოახერხა, რომ ერთ დილას "ულქერის" მენეჯერმა საკუთარი მანქანით გამომიარა და აეროპორტში წამიყვანა. ვიდრე ავტომობილიდან ჩამოვიდოდი, მითხრა, ერთი სათხოვარი მაქვს, დუდუ დადიანი გამაცანიო. გახარებულმა სიტყვა მივეცი, რომ გავაცნობდი და საქართველოში გამოვფრინდი. რომ არა დუდუს ძალისხმევა, თბილისური დებიუტი 2004 წლამდე გადამედებოდა...
***
ბულგარეთში მნიშვნელოვანი მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა შეკრება ვერ გაიარა. ამას საკადრო პრობლემები დაემატა...
- ვლადიმერ სტეფანიამ გვითხრა, ბულგარეთში ჩამოვალო. ამიტომ გამგზავრების წინ თბილისში დავტოვე ცენტრი დავით ბერძენიშვილი. აეროპორტში გავიგე, რომ დავით უგრეხელიძე დაშავდა და ვერ დაგვეხმარებოდა. ბულგარეთში ჩასვლისთანავე ვლადიმერ სტეფანიას დავურეკეთ და გაირკვა, რომ ვერც ის ჩამოვიდოდა. სასწრაფოდ გამოვიძახეთ დავით მუშკუდიანი, რომელიც ჩვენდა ბედად იმხანად ბულგარეთში თამაშობდა, თუმცა მოსკოვის "სპარტაკში" სინჯებისთვის იყო წასული. რადგან მუშკუდიანს ბულგარეთის ვიზა ჰქონდა, იგი რუსეთიდან გამოვიხმეთ და ვათამაშეთ კიდეც, - ეს ნაკრების თავკაცის ზურაბ ტომარაძის სიტყვებია.
ბულგარეთთან მატჩის წინ პრობლემები ამით არ ამოწურულა. მთავარი მწვრთნელი განაგრძობს:
- საშინელ სასტუმროში დაგვაბინავეს. თამაშის დილას ექიმისგან შევიტყვე, რომ ნიკა ცქიტიშვილი და ზაზა ფაჩულია შეუძლოდ იყვნენ, მოიწამლნენ და მაღალი სიცხე ჰქონდათ. სხვა გზა არ იყო, ორივე სიცხიანი ვათამაშეთ. შეხვედრის დაწყებიდან 52 წამში უკვე 5 პერსონალური შენიშვნა გვქონდა: 3 ვახტანგ ნაცვლიშვილს და 2 ზაზა ფაჩულიას. მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, არბიტრები მასპინძლებს აშკარად ეხმარებოდნენ. პირველი წუთების შემდეგ გუნდი დემორალიზებული იყო....
***
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბულგარელები ამ შესარჩევშიც ჩვენს ჯგუფში ითამაშებდნენ, ზურაბ ტომარაძემ თქვა: სტუმრად ძალიან გაგვიჭირდება, მეტოქე ყველა ღონეს იხმარს, რომ ორი ქულა არ გამოგვატანოსო. 2001 წლის ამბების კითხვისასაც შეიტყობდით, ბულგარელები ქართველებს როგორ მოექცნენ. მას შემდეგ ჩვენი ნაკრები საგრძნობლად გაძლიერდა და დღეს რევანში უნდა აიღოს... თუმცა სიტყვა "რევანში" რბილი ნათქვამია, ასე სჯობს: საქართველოს ნაკრებმა 2001 წლის 25 აგვისტოს გამო შური უნდა იძიოს.
საქართველო და ბულგარეთი ერთმანეთს ორჯერ ამხანაგურადაც გაეჯიბრნენ. ჯერ იტალიის ქალაქ ბორმიოში, შემდეგ - სოფიაში. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა 56:79 დათმო, ხოლო მეორის ანგარიშში ხუთიანმა ექვსიანთან გაცვალა ადგილი, შვიდიანმა ცხრიანთან - 65:97, თუმცა ჯამი არ შეცვლილა - მაინც ბულგარეთმა მოიგო. იმედია, დღეს რიცხვები ისეთი თანმიმდევრობით ჩამწკრივდება, რომ ტაბლოზე, ქულათა გრაფაში სტუმრები გადაწონიან...
ევრობასკეტი 2003. II საკვალიფიკაციო ეტაპი
2001 წელი
3 ივნისი, თბილისი
საქართველო-ბულგარეთი 91:75
18:16, 29:14, 24:19, 20:26
ჟღენტი (24წთ, 2ქ, 2მ, 1ჩ), ბოისა (22წთ, 18ქ, 5მ, 3ჩ), ფაჩულია (28წთ, 20ქ, 8მ, 5ჩ, 3დ), თორთლაძე (20წთ, 1ქ, 3მ, 1პ, 2ჩ), გოგობერიშვილი (29წთ, 10ქ, 3მ, 3პ, 3ჩ), უგრეხელიძე (12წთ, 4ქ, 4მ, 1ჩ, 1დ), ბერძენიშვილი (8წთ, 1ჩ), ვ. ნაცვლიშვილი (22წთ, 25ქ, 11მ), კოკოლიშვილი (16წთ, 6ქ, 1მ, 1ჩ), ცქიტიშვილი (19წთ, 5ქ, 3მ)
მატჩის სტატისტიკა
ორქულიანები - 25/48 (52.1%)
სამქულიანები - 7/27 (25.9%)
საჯარიმოები - 20/30 (66.7%)
მოხსნები - 40
შედეგიანი პასები - 4
ჩაჭრები - 17
დაფარებები - 4
25.08.2001. იამბოლი
ბულგარეთი-საქართველო 85:66
27:9, 11:18, 23:11, 24:28
თორთლაძე (18წთ), ბოისა (25წთ, 15ქ, 2მ, 1დ), ხოშტარია (22წთ, 7ქ, 2მ, 1პ, 2ჩ), ფაჩულია (22წთ, 7ქ, 7მ), ჟღენტი (18წთ, 9ქ, 2მ, 1ჩ), გოგობერიშვილი (28წთ, 14ქ, 6მ, 1პ, 4ჩ), მუშკუდიანი (8წთ, 2ქ, 2მ), ვ. ნაცვლიშვილი (19წთ, 8ქ, 10მ, 1ჩ, 3დ), კოკოლიშვილი (16წთ, 2მ), ცქიტიშვილი (25წთ, 4ქ, 4მ, 2დ)
მატჩის სტატისტიკა
ორქულიანები - 22/51 (43.1%)
სამქულიანები - 1/15 (6.7%)
საჯარიმოები - 19/32 (59.4%)
მოხსნები - 37
შედეგიანი პასები - 2
ჩაჭრები - 8
დაფარებები - 6
სატურნირო ცხრილი
თ მ წ ქ
1. ბულგარეთი 6 4 2 10
2. ბელარუსი 6 4 2 10
3. საქართველო 6 4 2 10
4. აზერბაიჯანი 6 0 6 6
საკონტროლო მატჩები
2005 წელი
13 აგვისტო, იტალია
ბულგარეთი-საქართველო 79:56
13:13, 19:12, 14:18, 23:13
საქართველო: გამყრელიძე (7ქ, 2მ, 2ჩ), ა. ბოისა (5ქ, 1პ, 1ჩ), ვ. ბოისა (12ქ, 8მ, 3პ, 1დ), კეიდია (2ქ), უგრეხელიძე (3ქ, 3მ, 1ჩ), ცინცაძე (5ქ, 3მ, 3პ, 1ჩ, 1დ), მდივანი (9ქ, 6მ, 1ჩ), ხეცურიანი (11ქ, 3მ, 2პ, 4ჩ), საყვარელიძე (1პ, 1ჩ), გ. მარკოიშვილი (3ქ, 2მ), იმნაძე (2ქ, 3მ)
2007 წელი
22 აგვისტო, ბულგარეთი
ბულგარეთი-საქართველო 97:65
24:24, 13:12, 28:15, 34:14
საქართველო: ფაჩულია (20 წთ, 21ქ, 3მ, 1პ, 1ჩ, 3შ, 5ფ), ცინცაძე (32 წთ. 3ქ, 5მ, 3პ, 1ჩ, 4შ), მ. მარკოიშვილი (29 წთ, 15ქ, 6მ, 3ჩ, 1დ, 1შ), ა. ბოისა (26 წთ, 3მ, 1პ), ნაცვლიშვილი (26 წთ, 8ქ, 4მ, 1პ, 1ჩ, 3შ), უგრეხელიძე (24 წთ, 9ქ, 5მ, 1შ), გამყრელიძე (23 წთ, 7ქ, 3მ, 2პ, 1შ), ბაბიაშვილი (10 წთ, 2ქ, 1მ, 1შ, 5ფ), გ. მარკოიშვილი (5 წთ, 1შ), ლეჟავა (1 წთ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"