- ცუდად ვითამაშეთ. 21 შეცდომა დავუშვით, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებას არ ვიმსახურებდით. ყველამ საკუთარი შეცდომა უნდა დაინახოს და საქართველოსთან მატჩისთვის გამოასწოროს.
ბატონმა როსენმა ბელგიურ ფიასკოზე კიდევ ბევრი ილაპარაკა, მაგრამ ბელგიური ამბები სეკვესტრში მოვაქციეთ. გაცილებით საინტერესოა მწვრთნელის მოსაზრება საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების შესახებ.
- მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაში ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ, მაინც ჩანს, რომ უფრო და უფრო გუნდურად ვთამაშობთ. ამაში ჩვენი ქომაგი 14 აგვისტოს კიდევ ერთხელ დარწმუნდება. სხვათა შორის, საქართველოს ძლიერ ნაკრებთან
მწვრთნელმა იქვე დასძინა, რომ საქართველოსთან გამარჯვება მის გუნდს ჰაერივით სჭირდება:
- მოგების შემთხვევაში დიდი შანსია, საბოლოოდ 5 გამარჯვება მოგვიგროვდეს. ჩვენს ჯგუფში ოთხი თანაბარი ძალის გუნდია და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვერდად 5 მოგება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. თუმცა ასევე აუცილებელია საშინაო მატჩებში დიდი სხვაობით გამარჯვება, რადგან ბოლოს შეიძლება ბევრი რამ მიღებულ-ჩაგდებულმა ქულებმა გადაწყვიტოს.
გამოცემა "სპორტბულგარიაში" ჟურნალისტმა კამენ ალიპიევმა საქართველოსთან მატჩს მცირე სტატია უძღვნა, რომელშიც ჩამოთვლილია ჩვენი გუნდის შემადგენლობა. ასევე ნახსენებია ამერიკაში მომუშავე მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი - ამ სპეციალისტის საქართველოს ნაკრების სათავეში ყოფნა საქმეს ძალიან ართულებსო.
ავტორი ბულგარელთა წარმატებას წინასწარმეტყველებს, თუმცა იქვე დასძენს: "თუ მოგება გვინდა, იმაზე ორჯერ უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ბელგიაში. ანტვერპენში მხოლოდ ფილიპ ვიდენოვმა და კალოიან ივანოვმა იყოჩაღეს. ერლ კალუეი, დეიან ივანოვი, სტეფან გეორგიევი და ჩავდარ კოსტოვი საკუთარ თავებს არ ჰგავდნენ. 21-დან 16 შეცდომა სწორედ ამ კვარტეტმა დაუშვა".
სხვათა შორის, ბელგიასთან მატჩში ზურგი აწუხებდა ფილიპ ვიდენოვს, რომელმაც თამაშამდე გამაყუჩებელი ნემსი გაიკეთა. როსენ ბარჩოვსკის თქმით, ექიმები ვიდენოვს სათანადო ყურადღებას აქცევენ და იგი საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის მწყობრში იქნება.