კოტე ტუღუში: მოგება შეიძლებოდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო, მე-12 ამხანაგური შეხვედრა ვილნიუსში ლიტვის წინააღმდეგ ჩაატარა. წაგების მიუხედავად თამაშის მხილველი ნებისმიერი გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩებოდა - ქართველები ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნაკრებს თანაბრად შეებრძოლნენ.

მატჩისა და ზოგადად სანაკრებო ამბების შესატყობად გუშინ, 28 აგვისტოს გუნდის მენეჯერ კოტე ტუღუშს დავუკავშირდით.

თავდაპირველად შეხვედრის შესახებ აზრის გაზიარება ვთხოვეთ.

- ჩვენი თამაში დადებითად უნდა შეფასდეს. კალათბურთელებმა მწვრთნელების დავალებები კარგად შეასრულეს და ამიტომაც იყო, რომ ბოლო წუთებამდე ვინარჩუნებდით გამარჯვების შანსს.

- ტელეეკრანიდან ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მატჩის მოგება რეალური იყო.
-
ჩვენც ასეთი შეგრძნება გვქონდა. ნამდვილად შეიძლებოდა გამარჯვება, მაგრამ ბოლო წუთებზე გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა. შეხსენება არავის სჭირდება, რომ ლიტვა მეტად ძლიერი გუნდია. თუმცა, ამხანაგურ მატჩზე მნიშვნელოვანი 31 აგვისტოს, ბელგიასთან ოფიციალური თამაშია. მთავარი, იმ შეხვედრაში გამარჯვებაა.

- სირენამდე 4 წუთით ადრე იასაიტისმა სამქულიანის შემდეგ ორი ჯარიმა ისროლა.
- იმ ეპიზოდში მსაჯები სწორად მოიქცნენ. ზაზა ფაჩულია მეტოქეს მას შემდეგ შეეჯახა, რაც იასაიტისმა ბურთი ისროლა. რადგან გუნდური ოთხი ჯარიმა უკვე მიღებული გვქონდა, ლიტველმა ორი ჯარიმა ამიტომაც ისროლა.

- მზადებას სად განაგრძობთ?
- კვირას შუადღეს კლაიპედაში ჩამოვედით და სასტუმრო "ამბერტონში" დავბინავდით. თბილი, ქართული ამინდი დაგვხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული