ჩვენი ნაკრების მწვრთნელი მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილია და ბელგიასთან მატჩს სიფრთხილით ხვდება...
- ეთანხმებით აზრს, რომ ბელგიასთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯგუფურ ეტაპზე?
- ვეთანხმები, ოღონდ იმ გაგებით არა, როგორითაც კითხვა დამისვით. ჩვენი ნაკრებისთვის ყოველი მომდევნო მატჩი უმნიშვნელოვანესია. ამ მომენტისთვის მომავალი მატჩი ბელგიასთან გვაქვს და იგია მნიშვნელოვანი, ხოლო შემდეგ რუსეთთან შეხვედრა
- რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის სადღეისო ფორმით?
- საქართველოს ნაკრებმა გაიარა მომზადების ყველა ფაზა, რაც აუცილებელია ნებისმიერი გუნდისთვის. ჩვენი ნაკრები მომზადებულია როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ვფიქრობ, რაც შეკრება დავიწყეთ, ჩვენი ნაკრები ახლა მზადყოფნის მწვერვალზე იმყოფება. ყველამ ძალიან შრომატევადი სამუშაო გასწია.
- ბელგიასთან მატჩში რა იქნება თქვენი მთავარი საზრუნავი?
- ის, რომ გუნდურად ვითამაშოთ. ჩვენს ბიჭებს გააჩნიათ როგორც მონდომება, ისე ჭკუა, არც შემართება აკლიათ. მთავარია, გუნდური სულისკვეთებით ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ, სასურველ შედეგს მივაღწევთ.
- სამქულიანებზე რას იტყვით?
- შორი სროლები არის ბელგიელთა ძირითადი იარაღი და ჩვენ მათ შესაბამისი ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ. კარგი მსროლელები გვყავს, თუმცა, ვფიქრობ, დაცვაში გუნდური თამაშის წყალობით შესაძლებელი იქნება ბელგიელთა შეჩერება.
- რას იტვით იმაზე, ბელგიელებს აქსელ ერველი რომ დააკლდათ?
- ერველი გუნდის მოტორი იყო. შესაძლოა, ის არ იყო გამორჩეულად კარგი მსროლელი, ან დამცველი, მაგრამ ბევრ ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რაც ბელგიელებს ჰაერივით ჭირდებოდათ. ის ძალიან საჭირო მოთამაშეა ბელგიისთვის, თუმცა არ მიმაჩნია, რომ დიდიე მბენგას შემატება ბელგიელებს არ გააძლიერებთ. ისედაც და ასედაც საბრძოლი გვაქვს.
- რას ფიქრობთ, ვის მხარეზეა უპირატესობა?
- უპირატესობა იმის მხარეზეა, რომელი გუნდიც ბოლომდე დაიხარჯება. საქართველოს ნაკრები რომ ბოლომდე დაიხარჯოს, ამის არაერთი მიზეზი აქვს. მარტო ის რად ღირს, რომ ესაა ისტორიული მომენტი ქართული კალათბურთის არსებობის მანძილზე. ევროპის ჩემპიონატზე ვართ და გვერდში ამდენი ადამიანი გვიდგას.
რამდენადაც ვიცი, ჩვენს გუნდს გამხნევება არ მოაკლდება და ვფიქრობ, ნაკრებიც შეძლებს ყველა გულშემატკივარს გული გაუხაროს.
gbf.ge
იგია მნიშვნელოვანიო,თლა ჩვენი ყოფილა აგი კაცი და არ გვცოდნია :))