ვლადიმერ გომელსკი: ქართველები ლიტვაში რუსებთან საომრად მოდიან

AutoSharing Option
გუშინ, 30 აგვისტოს ლიტვაში საზეიმოდ გაიხსნა კალათბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რომელშიც ჯილდოებისთვის 24 გუნდი იასპარეზებს. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრები, მსგავსი შეჯიბრებების დებიუტანტი. D ჯგუფში მომდევნო რაუნდში გასასვლელად იგი რუსეთს, უკრაინას, სლოვენიას, ბულგარეთს და ბელგიას დაუპირისპირდება.

ვის რა შანსი აქვს ამ ჯგუფში? - ამის თაობაზე, ალბათ, საინტერესო იქნება რუსი ექსპერტის ვლადიმირ გომელსკის მოსაზრება, რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით შემოგთავაზებთ. ცხადია, ჩვენს ქვეჯგუფში მოასპარეზეთა დახასიათებას საქართველოთი დავიწყებთ:

საქართველო
ვარსკვლავი და სხვები
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, უდავოდ, ზაზა ფაჩულიაა (210 სმ, 27 წლის,
ცენტრი). იგი 8 წელიწადია, NBA-ში თამაშობს, ბოლო 6 წლის განმავლობაში "ატლანტის" ღირსებას იცავს. ის უკვე ქართველი კი არა, ამერიკელი კალათბურთელია. ბოლო ორ წელიწადში საკმაოდ აიმაღლა ოსტატობა. მას გამოარჩევს მებრძოლი ხასიათი, ენთუზიაზმი, ლიდერობა.

ნაკრებში არის კიდევ ერთი სუპერსიმაღლის მოთამაშე - გიორგი შერმადინი (216 სმ, 22 წლის). გამოდიოდა "პაოს" და ლიუბლიანის "ოლიმპიაში". უბრალოდ მაღალი კი არ არის, საკმაოდ მოქნილია და სწრაფი, ოღონდ ზოგჯერ ზედმეტი მოსდის, რადგან უცებ უნდა ლიდერობა.

გუნდში მიიწვიეს ნიკოლოზ ცქიტიშვილი (212 სმ, 28 წლის), მაგრამ დაიბევებს თუ არა შემადგენლობაში ადგილს, არავინ იცის. NBA-ს შემდეგ მისი ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბში თამაში რაღაც საეჭვოდ ჩანს. აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება მანუჩარ მარკოიშვილს (196 სმ, 24 წლის), ძალიან შედეგიანი და შეუპოვარი კალათბურთელია - მოედანზე ის მიხეილ ქორქიას მაგონებს. კარგა ხანია, ქართული პასპორტი მიიღო ამერიკელმა მარკიზ ჰეინსმა (188 სმ, 25 წლის). ის გამთამაშებელია. ტურნირზე თითოეულ მატჩში სულ მცირე 30 წუთს მაინც ითამაშებს. სრულფასოვანი შემცვლელი მას არ ჰყავს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველები ლიტვაში მხოლოდ ერთი მატჩისთვის - რუსებთან საბრძოლველად მიდიან. ჩემი თბილისელი ნაცნობების მტკიცებით, ამ პაექრობის მოგებისთვის საკმაოდ მაღალი ჯილდოა დაწესებული.

მწვრთნელი - შავმუშა
მრავალი წელია, იგორ კოკოშკოვი NBA-ში მუშაობს. კალათბურთში კარგად ერკვევა, იუგოსლავიის საკალათბურთო სკოლის აღზრდილია. სწორედ ამ ქვეყნიდან წაიყვანეს იგი მშობლებმა ამერიკაში. საქართველოს გარდა, მთავარ მწვრთნელად მას არსად უმუშავია.

პროგნოზი
საქართველო ჯგუფიდან ვერ გავა, მე-5 ადგილს დაიკავებს.

ჩვენი კომენტარი: ძნელია, რუს ექსპერტს ქართველი კალათბურთელების დახასიათებაში არ დაეთანხმო - ზუსტად აქვს დაჭერილი მათი დადებითი თვისებები, რომელთა სამზეოზე გამოტანითაც რუს მწვრთნელებს მიანიშნებს, რაზე გაამახვილონ ყურადღება. აი, ის კი, რომ ქართველები ლიტვაში მხოლოდ რუსებთან საბრძოლველად მიდიანო, გომელსკის ფანტაზიის ნაყოფია, რაშიც ჩვენი ბიჭები სულ მალე დაარწმუნებენ საკალათბურთო სამყაროს: ერთნაირი შემართებით იბრძოლებენ ბელგიელების, ბულგარელების, უკრაინელების, სლოვენებისა და რუსების წინააღმდეგ და წარმატების მისაღწევად არაფერს დაიშურებენ.

ახლა კი სხვა მეტოქეთა შესახებ:

რუსეთი
გუნდი ბლოკ-შოტი
ფიბას რეიტინგში მე-11 ადგილი. ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი - 2007 წლის ჩემპიონობა.
რუსეთის ნაკრები თამაშობს მჭიდრო აგრესიული დაცვითა და მრავალშრიანი დაზღვევით. გუნდში ჰყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც წარმატებით ირჯებიან დაცვაში (ხრიაპა, კირილენკო, ფრიძონი, მონია, ბიკოვი). ალბათ, საცოდაობა იქნება, მეტოქეს აქტიური დაცვით სულს თუ არ ამოვაძრობთ.

ამასთანავე, გუნდში ორი უნიკალური კალათბურთელია - კირილენკო და ხრიაპა, რომლებიც ისე ჩინებულად კითხულობენ თამაშს, რომ ხუთიდან ოთხ შემთხვევაში პარტნიორთა დაზღვევას ასწრებენ. ასევე, გუნდშია ტიმოფეი მოზგოვი, რომელიც მეტოქეებს სამწამიან ზონაში ბლოკ-შოტით აფრთხობს.

ვფიქრობ, რომ რუსეთის ნაკრები ამ ტურნირზე ყველას გაუსწრებს ბლოკებით. ფაქტობრივად, გუნდის ყველა წევრს დაფარებაში უპირატესობა ექნება. მიმაჩნია, რომ დაცვაში ყველაფერი რიგზეა, თავდასხმაში კი ცოტას მოვისუსტებთ. ნაკრები იგებს ფართან ბრძოლას და იწყებს სწრაფ გარღვევებს. სანამ მოედანზე არიან კირილენკო და ფრიძონი, ჩვენებს სისწრაფეში უპირატესობა აქვთ. შესანიშნავად დარბიან ბიკოვი, პონკრაშოვი, ხვოსტოვი, მეორე ეშელონში - მონია, ხრიაპა და მოზგოვი. ჩვენი ფორვარდები და შემტევი მცველები აქტიურები არიან, მათზე ჯარიმდებიან მეტოქეები.

მწვრთნელი შემოქმედი
ხუთი წელიწადია, რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან მუშაობს დევიდ ბლატი. მან შექმნა გუნდი, ეს მისი ნაკრებია, სადაც ის ავტორიტეტია და არა ავტორიტარული. ის შემოქმედია, ამავე დროს - შავი მუშაც. მე მას პატივს ვცემ და მის მოსაზრებებს სიამოვნებით ვიზიარებ. ბლატი ნამდვილი მეომარია და თეთრ ბაირაღს არ გამოფენს, სანამ ფეხზე დგას.

პროგნოზი
ჯგუფურ თამაშებზე მშვიდად ვარ. რუსეთი პირველ ადგილს დაიკავებს. მეორე ჯგუფურ ეტაპზეც გავა და მეოთხედფინალშიც, სადაც უფრო ძლიერი მეტოქეები გვეყოლება. და თუ იქ აღმოჩნდება ლიტვა, რატომ არ უნდა მოვუგოთ მას ზედიზედ მესამედ?

სლოვენია
გუნდი - დისციპლინა
ფიბას რეიტინგში მეჩვიდმეტეა. ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი - მე-4 ადგილი (2009). აქვს გრძელი სკამი, თითოეულ პოზიციაზე ორ-ორი სრულფასოვანი ურთიერთშემცვლელი მოთამაშე ჰყავს. ისინი გამოირჩევიან შედეგიანობით, გადაცემებითა და ფარქვეშ თამაშით. გამოცდილი გამთამაშებლები არიან დაღვინებული იაკა ლაკოვიჩი (186 სმ, 33 წლის) და რეაქტიული გორან დრაგიჩი (196 სმ, 25 წლის), ფორვარდები - მატიას სმოდიში (206 სმ, 31 წლის), ერაზემ ლორბეკი (209 სმ, 27 წლის).

გამოცდილება, ოსტატობა, დისციპლინა - აი, რა შეიძლება მათ დასახასიათებლად ითქვას. ცენტრი მირზა ბეგიჩი (216 სმ, 26 წლის) და უროშ სლოკარი (209 სმ, 28 წლის) ისეთი მოძრავები არ არიან, როგორიც ნაკრების მესვეურებს სურთ, მაგრამ პოზიციებზე ჩინებულად თამაშობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სლოკარი სტაბილური ზუსტი სამქულიანი ტყორცნებითაც გამოირჩევა. საერთოდ, სლოვენები უზადოდ ათავსებენ ბურთს კალათში, მაგრამ მათი დაცვა მოიკოჭლებს.

ავტორიტეტული მწვრთნელი
ბოჟიდარ მალკოვიჩი კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესო, ავტორიტეტული დამრიგებელია. განსაკუთრებით მოწადინებულია საამჩეპიონატოდ, რადგან სურს საკლუბო წარმატებები სანაკრებო დონეზე გამარჯვებებით განამტკიცოს. უფრო დაბალანსებული კალათბურთის მომხრეა, თუმცა უფრო შეტევა იზიდავს.

პროგნოზი
სლოვენებს მეოთხედფინალში გასვლა შეუძლიათ. ჯგუფში ისინი მეორე ადგილს დაიკავებენ და მომდევნო ეტაპზე სამივე შეხვედრის მოგება ხელეწიფებათ.

უკრაინა
სიურპრიზების გუნდი
ფიბას რეიტინგში ორმოცდამესამეა. საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემიონატებზე - პირველი ჯგუფური ეტაპი (2005, 2003, 2001, 1997).

ცენტრები, ფორვარდი და ამერიკელი
ცენტრების მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს. კირილო ფესენკო (214 სმ, 24 წლის), რომელმაც ორი სეზონი გაატარა "იუტაში"; ჯანსაღადაა. სერგეი ლიშჩუკი (210 სმ, 29 წლის) ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი ცენტრია ევროპაში. მწყობრშია ალექსეი პეჩეროვიც (213 სმ, 25 წლის). უნდა გვახსოვდეს, რომ მას ყოველთვის შეუძლია გაჭრა ფრთაზე და სამქულიანების იქიდან ჩაგდება. გამთამაშებელია ნატურალიზებული სტივენ ბერტი (189 სმ, 27 წლის), კალათბურთელი, რომელიც ზუსტად გაიგებს ყველაფერს, რასაც დამრიგებელი ეტყვის.

წარმატებული მწვრთნელი
მაიკ ფრატელოს 1988 წლიდან ვიცნობ, როცა მან საბჭოთა კავშირში "ატლანტა ჰოუქსი" ჩამოიყვანა. მაშინ ის NBA-ში წარმატებული მწვრთნელი იყო. მას თავისი თვისებები და ალღო დღემდე არ დაუკარგავს. ფრატელო უკრაინის ნაკრებში მისმა ყოფილმა შეგირდმა, ამჟამად უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვოლკოვმა მოიწვია. მაიკის გუნდს სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ.

პროგნოზი
მე-3 ადგილი ჯგუფში.

ბელგია
გუნდი - გამოცანა
ფიბას რეიტინგში 75-ე ადგილი. ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი - მე-4 ადგილი (1947).

გუნდის ყველაზე ცნობილი მოთამაშეები არიან ცენტრები: კალათბურთის მთავარი პოლიგლოტი ტომას ვან დენ შპიგელი (214 სმ, 33 წლის) და ფენომენალური ფიზიკური მონაცემების მქონე დიდიე ილუნგა მბენგა (210 სმ, 30 წლის). NBA-ს გარდა, სად არ უთამაშია ტომასს და ყველგან იმ ქვეყნის ენას სწავლობდა. მბენგას NBA-შიც მოუსინჯავს ძალები. ისეთი ძლიერია და ისეთი ნახტომები აქვს, მის გვერდით დგომაც კი საშიშია. გუნდში ჰყავთ ორი ნატურალიზებული ამერიკელი - რალფ ბიგსი (200 სმ, 35 წლის, გამთამაშებელი) და მარკუს ფესონი (201 სმ, 33 წლის, ფორვარდი), ოღონდ ნაკრების ღირსების დაცვა მხოლოდ ერთ-ერთს შეუძლია.

პროგნოზი
ბელგიელები ჯგუფიდან ვერ გავლენ, მე-4 ადგილს დაიკავებენ.

ბულგარეთი
გუნდი - აუტსაიდერი
ფიბას რეიტინგში 42-ე ადგილი. ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი - მეორე ადგილი (1957).

ნაკრებში სამ-სამი გეორგიევი და ივანოვია, მაგრამ ევრობასკეტზე ყველანი არ ჩამოვლენ. დეიან ივანოვი (205 სმ, 25 წლის), კალოიან ივანოვი (205 სმ, 25 წლის), ჩავდარ კოსტოვი (195 სმ, 23 წლის), ფილიპ ვიდენოვი (197 სმ, 31 წლის) - აი, ეს კალათბურთელები წარმოადგენენ ნაკრების ძირითად ბირთვს. ძალიან მაინტერესებს, როგორ ითამაშებს პაველ მარინოვი, ცნობილი ბულგარელი კალათბურთელის - პიოტრ მარინოვის ვაჟი. მამამისი იყო უებრო სნაიპერი და ხულიგანი. საინტერესოა, შვილი თუ ჰგავს?

მწვრთნელი
როსენი ბარჩოვსკების ოჯახის მწვრთნელთა დინასტიის მეორე თაობის წარმომადგენელია. კალათბურთს ბავშვობიდან იცნობს და იცის, თუ რა მძიმეა დამრიგებლის ტვირთი. მისი გუნდი ჩემპიონატზე მიდის, როგორც აუტსაიდერი, ამიტომ ნებისმიერი გამარჯვება დიდ წარმატებად აღიქმება.

პროგნოზი
მე-6 ადგილი ჯგუფში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 23 /
გავიდნენ ილუზია და მოიგოთ $ 15000
კონკურსი საუკეთესო ფოტო, ვიდეო , გრაფიკა, აღიარების ამბავი
მიიღეთ iMac , MacBookPro , iPad 3 , iPod 4 წარდგენის მხოლოდ ერთი კითხვა !

http://mymostpopularsites.info/rx.php?sid=26 - http://maya2010.ru/images/banners/banner.jpg

http://mymostpopularsites.info/rx.php?sid=26 - დააჭირეთ აქ


definition for drug abuse , causes of teenage drug abuse - alcohol & drug abuse
http://www.squidoo.com/mayaplanet - long term effects of drug abuse - teenage drug abuse help : picture drug abuse
MayaPlanet
16:53 16-06-2012
0
სად ყიდვა იაფი მელნის კარტრიჯი Samsung ML 105 ?
ლაზერული ქართრიჯები Xerox .
ჩვენთან თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეიძინოთ იაფი ლაზერული Samsung ML 105 .

იაფი ლაზერული ქართრიჯები Samsung ML 105 ლაზერული პრინტერები და ასლგადამღები .
ყოველთვის ხელმისაწვდომია : refilling მელნის ქართრიჯები ძმა, ლაზერული ქართრიჯები Samsung.
თქვენ ყოველთვის refilling მელნის ქართრიჯები და ძმა ლაზერული ქართრიჯები იაფი Samsung ML 105 .
სასწრაფო ვაზნა refilling მანქანა Samsung SCX 4600 , Xerox WC 3220 , Xerox WC 3100 , WC Xerox 3220 , Xerox WC 220 , HP Q7553A , HP Q7551A , Samsung SCX 4100 , Samsung MLT -108 S , Samsung MLT-D209 .
baasathkaqyas
23:10 20-04-2012
0

სიახლეები პოპულარული