"ჯეოსელის" ბურთი ნაკრებს შეუერთდა

AutoSharing Option
30 აგვისტოს კლაიპედაში "ჯეოსელის" ის ბურთი ჩამოვიდა, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა, გადმოლახა ზღვა, ნახევარი ევროპა და იმ სასტუმროში მოვიდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებია დაბანაკებული.

იისფერმა ბურთმა ქართველ კალათბურთელებს ის მუხტი მოუტანა, რომელიც მასში ქართველმა ხალხმა ჩააქსოვა. ამ ბურთმა სტარტი ვეტერანი ქართველი კალათბურთელებისგან აიღო, სპორტის სასახლეში, საქართველო–ისრაელის ამხანაგურ მატჩზე. იმ დღეს მთელი სპორტის სასახლე ხომ მოიარა და ბურთმა ქართული ქალაქებიც შემოიარა. ის გადადიოდა ხელიდან ხელში და გამოიარა როგორც ცნობილი სპორტსმენები, ასევე რიგითი გულშემატკივრები თუ ჩვენი ნაკრების კეთილმოსურნეები.

ბურთი გუშინ, 30 აგვისტოს
სასტუმრო "ამბერტონის" ფოიეში ჩვენი ნაკრების წევრებს გადასცეს, რომელიც ბიჭებმა ვარჯიშზეც წაიღეს და სიმბოლურად რამდენჯერმე ფარშიც სტყორცნეს.

კომპანია "ჯოსელის" აქციის მიზანი შესრულებულია: ქართველი გულშემატკივრების იმედით, ძალით და გამარჯების ჟინით დამუხტული იისფერი ბურთი კლაიპედაშია, ჩვენს ნაკრებთან!

gbf.ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული