იგორ კოკოშკოვი: ბელგიასთან შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და ნაკრების მოთამაშეები ბელგიასთან შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

როგორც კლაიპედადან გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილი იუწყება, იგორ კოკოშკოვმა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სხვა წარმომადგენლებმა და მენეჯერებმა დღეს, 31 აგვისტოს დილით ჟურნალისტებთან უკვე ისაუბრეს მოთამაშეების მზაობისა და გუნდში არსებული განწყობის შესახებ. ითქვა, რომ ნაკრების სრულ შემადგენლობაში ამაღლებული, საბრძოლო განწყობაა და ძლიერ მეტოქესთან ქართველი სპორტსმენები დღეს მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ.

ამასთან, საქართველოს ნაკრების გუშინდელი ღია ვარჯიში უცხოელმა ჟურნალისტებმაც გააშუქეს. მათი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცნენ ნაკრების კაპიტანი
ზაზა ფაჩულია და ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მოთამაშე გიორგი შერმადინი.

რაც შეეხება გულშემატკივრებს, საქართველოს ნაკრებს სრული სათამაშო კომფორტი ექნება, რადგან როგორც ადგილობრივი ქართველები, ისე საქართველოდან ჩასული გულშემატკივრები მათ აქტიურად და ორგანიზებულად უქომაგებენ.

ამასთან, არსებული ინფრომაციით, დღევანდელ შეხვედრას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს ქართველი კალათბურთელები ბელგიელებთან გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 16.30 საათზე დაიწყება. რეპორტაჟების სპონსორია გერმანული ლუდი "ვარშტაინერი"

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყრუებისათვის ერთხელ კიდევ ვიმეორებ: რეპორტაჟების სპონსორია გერმანული ლუდი "ხარშტაინერი".
zuxusha
14:32 31-08-2011
0
აბა, რა გვიჭირს, მამა-მარჩენალი თუ დაესწრება
guga
14:15 31-08-2011
0

სიახლეები პოპულარული