ქართველმა გულშემატკივრებმა გუნდის გამხნევება უკვე დაიწყეს

AutoSharing Option
ლიტვის ქალაქ კლაიპედაში მყოფმა ქართველმა გულშემატკივრებმა გუნდის გამხნევება ბელგიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს.

როგორც გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილი კლაიპედადან იუწყება, "ქართველმა გულშემატკივრებმა დუღილი უკვე დაიწყეს". ისინი თანდათან გამოდიან სასტუმროებიდან და ქუჩებში მსვლელობით მიემართებიან არენისკენ, სადაც საქართველოსა და ბელგიის შეხვედრა გაიმართება.

რაც შეეხება უშუალოდ გუნდში არსებულ განწყობას, როგორც მწვრთნელები, ასევე მოთამაშეები საკმაოდ ხალისიანად, მოსაგებად არიან განწყობილი.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, 31 აგვისტოს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგის, ბელგიის წინააღმდეგ მართავს. თამაში 16.30 საათზე დაიწყება.

საქართველო ევროპირველობაზე წელს პირველად ასპარეზობს. კლაიპედაში იმყოფებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

არსებული ინფორმაციით, ბელგიასთან მატჩს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული