საქართველოს ნაკრების ფორვარდი მანუჩარ მარკოიშვილი რამდენიმე წლის მანილზე საკალუთბურთო კლუბ "კიევში" თამაშობდა და უკრაინის დედაქალაქის პუბლიკის კუმირი გახდა. ევრო 2011-ზე კი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
- მანუ, საქართველოს ნაკრები ისევე როგორც უკრაინის, ევრობასკეტ 2011-ზე იმის წყალობით მოხვდა, რომ შესარჩევი ციკლის შემდეგ ფიბამ მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდა. როგორ მიიღეს საქართველოში ეს სიურპრიზი?
- რა თქმა უნდა, ყველა მოხარული იყო. საქართველომ ხომ ევრობასკეტზე პირველად მიიღო თამაშის საშუალება. ქართული კალათბურთისთვის, მოთამაშეებისთვის
- უკრაინა ჯგუფში მესამე ადგილისთვის ბრძოლას და შემდეგ რაუნდში გასვლას გეგმავს. რა ამოცანებს აყენებს საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა?
- რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლას ჩვენც ვისურვებდით მაგრამ პირველ რიგში ვგეგმავთ თითოეულ თამაშში ყველაფერი ის ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია - ჩვენი საუკეთესო კალათბურთი ვითამაშოთ. თუ ეს გამოვიდა შედეგებიც კარგი იქნება.
- პრემიებს შეგპირდნენ?
- ოფიციალურად ამის შესახება რ გამოუცხადებიათ. მაგრამ გვსმენია, რომ აუცილებლად იქნება.
- ჩვენი ჯგუფის ფავორიტი რუსეთია? აუტსაიდერი ვინღაა?
-დიახ, ფავორიტი რუსეთი და სლოვენიაა. ეს ძლიერი და გამოცდილი გუნდებია, ევრობასკეტზე უმაღლეს ადგილებს იკავებდნენ. აუტსაიდერი ვფიქრობ, არავინაა. დანარჩენი გუნდები თითქმის თანაბარი ძალის არიან და ბრძოლა თანაბარი იქნება.
- საქართველოს ნაკრებიდან ვის გამოჰყოფდით?
- ზაზა ფაჩულიას გამოვყოფდი, დანარჩენები მის ირგვლივ ვერთიანდებით. ჩვენი ძალა გუნდურობაშია.
- რომელი მატჩი იქნება პირადად შენთვის ყველაზე პრინციპული? რუსეთის თუ უკრაინის წინააღმდეგ?
- არა, არა, ჩემთვისაც და მთელი გუნდისთვისაც ყველაზე პრინციპული მატჩი თითოეული მორიგი მატჩია. ოთხშაბათს ბელიგიასთან ვიწყებთ და ახლა მთელი ყურადღება ამ დაპირისპირებაზე არის.
- მაგრამ ვერ დავიჯერებთ, რომ შენთვის კარგად ნაცნობი უკრაინელების წინააღმდეგ როგორც ჩვეულებრივ დაპირისპირებაში ისე გამოხვალ...
- რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება იმ ბიჭების წინააღმდეგ თამაში, რომლებსაც კარგად ვიცნობ. სხვათა შორის ამხანაგურ მატჩში ერთხელ უკვე შევხვდით. მაგრამ ევრობასკეტ - 2011-ზე უკრაინასთან მხოლოდ ბოლოსწინა მატჩს ვთამაშობთ ჯგუფში, ამიტომ ვეცდები ამაზე არ ვიფიქრო, რათა არ ყურადღება არ გამეფანტოს...
- ვიცი, რომ კიეველ გოგონა ანჟელასთან ახლო ურთიერთობა გაქვს.
- დიახ, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან სერიოზული.
- ის ლიტვაში მხარს დაგიჭერთ?
- სამწუხაროდ არა. ის ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლობს, მალე სასწავლო წელი ეწყება.
- უკვე გადაწყვიტე სად იცხოვრებ კარიერის დასრულების შემდეგ? თბილისში? ან შეიძლება კიევში ან სადმე ევროპაში?
- ძალიან მინდა საქართველოში ცხოვრება. იქ მაინც ჩემი სახლია, ფესვები. მაგრამ ჯერჯერობით კალათბურთს ვთამაშობ. უკვე შემდეგ, როდესაც ოჯახს შევქმნი, ამ საკითხს ერთად გადავწყვიტავთ.
- გაზაფხულზე "კანტუსთან" კონტრაქტი გააგრძელე.
- დიახ, "1+1" სისტემით. მე იქ ყველაფერი მაწყობს. გასული სეზონი გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა, ჩემპიონატის და თასის ფინალში გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ ტიტული ვერ მოიგო. სეზონის ბოლომდე ძალები არ ეყო. პირადად მე ჩემი მაქსიმუმი არ მიჩვენებია და არცთუ სტაბილურად ვითამაშე - ერთი წლის განმავლობაში ჯანმრთელობასთან პრობლემები მქონდა. მაგრამ ვცდილობდი. ვფიქრობ "კანტუ" ჩემით დაინტერესებული რომ არ ყოფილიყო კონტრაქტს არ გამიგრძელებდა.
-როდესაც კიევში პირველად მოხვედი 2007 წელს ინგლისურად საუბარს ამჯობინებდი. ახლა კი რუსული გაგიუმჯობესდა.
- დიახ ამის შესახებ ბევრი მეუბნება. თუმცა გრამატიკულ შეცდომებს ჯერ კიდევ ვუშვებ. ჩემს გოგონას კი უკვე ცოტა ესმის, როდესაც ქართულად საუბარს ვიწყებ!
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით