საქართველოს ნაკრებმა ბელგია 81:59 დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ლიტვაში მიმდინარე ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის D ჯგუფში პირველი შეხვედრა ბელგიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 81:59 გაიმარჯვა.

იგორ კოკოშკოვის გუნდის უპირატესობა შეხვედრის პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა და ქართველ კალათბურთელებს ანგარიშში უპირატესობა მატჩის ბოლომდე არ დაუთმიათ. ყველაზე შედეგიანი ქართველთაგან 16 ქულით ზაზა ფაჩულია იყო, 13-13 ქულა თორნიკე შენგელიამ და ვიქტორ სანიკიძემ მიითვალეს. ვიქტორი, რომელიც ერთერთი საუკეთესო იყო მოედანზე, მოხსნების მხრივაც გამოირჩა - 11.

იხილეთ ვიდეო

ბელგია-საქართველო 59:81
(11:20, 13:17, 18:21, 17:23).
საქართველო: ვ.ბოისა (10 ქ.), ფაჩულია (16), სანიკიძე (13), ცინცაძე
(8), მარკოიშვილი (5); გამყრელიძე (1), ა.ბოისა (2), შერმადინი (7), ფარღალავა, ჰეინსი (4.), შენგელია (13.), ცქიტიშვილი (2).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.
Sportall.Ge

Sportall.Ge

 

მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ ყველას, ბიჭებო არ მოდუნდეთ!
geo-fan
19:06 31-08-2011
0
მოვიგეეთ მა როგო უნდათ მაგათ ჯოო ვულოცავ მთელ საქართველოს.
giorgi
18:20 31-08-2011
0

სიახლეები პოპულარული