ნაკრებმა ევროპა გახსნა და გაგვახარა

AutoSharing Option
საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა მატჩი რომ დასრულდა პრეს-ლოჟაში ბელგიელი ჟურნალისტი მოვიდა და ხელი ჩამომართვა: ძალიან ძლიერი გუნდი გყოლიათ, განსაკუთრებით ფიზიკურად. დღეს ბელგიას ყველა კომპონენტში აჯობეთო.

საკალათბურთო კომპონენტებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქომაგობა - ამ კომპონენტში ქართველებს საოცარი უპირატესობა გვქონდა: დარბაზში 2000 ქომაგიდან 1500-ზე მეტი თეთრ-წითლებში იყო გამოწყობილი და ჩვენს გუნდს გულშემატკივრობდა. საოცარი გრძნობა იყო მატჩის საფინალო სირენასთან ერთად კალათბურთელებიან-ქომაგებიანად გახარებული დარბაზის ხილვა. საერთო სიხარულს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც კლაიპედაში კალათბურთელთა საქომაგოდაა ჩამოსული.
გასახდელისკენ მიმავალი ქართველი მოთამაშეები კი კომენტარებს ასე
ასრულებდნენ: დღეს მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ეიფორიას არ უნდა მივეცეთ, წინ კიდევ ოთხი ურთულესი მატჩი გველისო.

რუსმა ჟურნალისტმა მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს უთხრა - ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც მწვრთნელი ყურადღების ცენტრში მოექცევითო. ქართველთა დამრიგებელმა მოკლედ მოუჭრა:

- თამაშს კალათბურთელები იგებენ!


ვაჟა სიმონიშვილი კლაიპედადან

 

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდიტ ბიჯებო რუსები გვანახეტ განადგურებულები, ტქვენ გენაცვალეტ
zvio
11:37 01-09-2011
0

სიახლეები პოპულარული