იგორ კოკოშკოვი: რუსეთთან შანსი გვექნება, თუ შესაძლებლობების 100 პროცენტს გამოვავლენთ

AutoSharing Option
კალათბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასთან სასტარტო მატჩის მოგების (81:59) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა რუსულ "სპორტექსპრესს" ინტერვიუ მისცა, რომლის შემცირებულ ვარიანტს აქვე გთავაზობთ:

- იმის მიუხედავად, რომ ეს-ეს არის ცხოვრებაში ლამის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეთ, რაღაც დაღონებული მეჩვენებით...
- (იღიმება). მაკვირვებთ. როგორ, ბედნიერად არ გამოვიყურები? მერწმუნეთ, ძალიან გახარებული ვარ. ეს იყო ჩვენი პირველი თამაში ისეთ პასუხსაგებ შჯიბრებაზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ის ჩემთვისაც და მთლიანად საქართველოსთვის ბევრს ნიშნავდა.

კარგია, რომ ადამიანებს სიხარული მივანიჭეთ. მადლობა გულშემატკივრებს ომახიანი მხარდაჭერისთვის. შესაძლოა, აშკარად
ვერ გამოვხატავ ჩემს ემოციებს, როგორც ჩემი შეგირდები, მაგრამ, დამიჯერეთ, ჩემი სული ნამდვილად მღერის.

- რუსეთის ნაკრებთან მატჩზე რას ფიქრობთ?
- ამ დაპირისპირებაში ჩვენ აუტსაიდერებად გამოვიყურებით. რუსეთის ნაკრებს შეუძლია, გუნდის დასაკომპლექტებლად საუკეთესოთა შორის საუკეთესოები შეარჩიოს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამდენი ტალანტი არ მოიძებნება. ვავარჯიშებ ნაკრებს, რომლის წევრებმაც წარმატებისთვის საუკეთესო თვისებები უნდა წარმოაჩინონ. ისეთ გუნდებთან თამაშისას, როგორიც რუსეთი და სლოვენიაა, აუცილებელია, თითოეულმა ქართველმა კალათბურთელმა შესაძლებლობის 100 პროცენტი გამოავლინოს. წარმატების შანსიც მაშინ გამოჩნდება.

- და მაინც, რუსებთან პაექრობისას რა შეიძლება გადამწყვეტ მომენტად აღმოჩნდეს?
- ევროპულ და NBA-ს კალათბურთს შორის სხვაობა სწორედ ეს არის: ამერიკაში თითოეულ მატჩს აქვს გარკვეული საკვანძო წერტილები. მათზე ზუსტი ზემოქმედება დადებით შედეგს მოგიტანს. ევროპული კალათბურთი უფრო გუნდური თამაშია. შეგირდები მწვრთნელის ყველა მითითებას და თამაშის გეგმას ზუსტად თუ შეასრულებენ, მხოლოდ მაშინ მიაღწევ გამარჯვებას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge

 

მკითხველის კომენტარები / 6 /
თქვენ შემოგევლეთ ბიჩებო.წარსულში თბილისში ბევრს ვამწარებდით.მთავარი გულია.რუსეთსაც მოვუგებთ.
bondo
12:27 01-09-2011
0
გაუმარჯოს საქართველოს -- რუსები უნდა განადგურდეს დღეს კალაბურთში ჩვენთან
vato
13:08 01-09-2011
0

სიახლეები პოპულარული