ვატო ნაცვლიშვილი: არამხოლოდ ქვეჯგუფიდან გასვლა, მედლებისთვის ბრძოლაც შეგვიძლია

AutoSharing Option
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე, ბელგიის ეროვნულ გუნდთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებას კლაიპედაში მყოფი ჩვენი ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ვეტერანი კალათბურთელი ვახტანგ ("ვატო") ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა.
იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის D ჯგუფის პირველ მატჩში ბელგიის გუნდთან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია - 81:59.

ვატო ნაცვლიშვილი: საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ეროვნული ნაკრები ახლა ოპტიმალურ ეტაპზე იმყოფება - ქვეჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვს და თუ ძალიან ხმამაღალი განცხადება არ იქნება - შემდეგ მედლებისთვისაც კი იბრძოლოს.

საქართველოს ნაკრების შექმნის დღიდან ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფინალურ ეტაპზე მოხვედრა
იყო. გუნდმა ეს უკვე შეძლო და ახლა ახალ წარმატებებს ვუსურვებ.

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული