ვლადიმერ ბოისა: რუსეთთან უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ გუშინ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ბელგიის ნაკრებთან გამარჯვების მნიშვნელობასა და რუსეთის ეროვნულ გუნდთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
იხილეთ ვიდეო

ვლადიმერ ბოისა: "რაც მთავარია, გუშინ მოვიგეთ. თუკი ჯგუფიდან გამსვლელი მესამე ადგილის დაკავება გვინდა, გუშინდელ მატჩში მოგება საჭირო იყო და ეს შევძელით.

რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს, რუსეთს ვეთამაშებით, რომელიც ბელგიის ნაკრებზე გაცილებით ძლიერი გუნდია და მისი დამარცხებაც ძნელი იქნება, თუმცა გუშინდელმა წარმატებამ ძალა შეგვმატა, ამ თამაშს უფრო მზადყოფნაში ვხვდებით და მოგება კიდევ უფრო გვინდა.

მჯერა, რომ რუსეთთან დღეს
ძალიან კარგად ვითამაშებთ. თუ მოვიგებთ, ხომ კარგი და, თუ წავაგებთ, არა უშავს - რუსეთთან მარცხით არაფერი დამთავრდება და დანარჩენ თამაშებში ვიბრძოლებთ, რათა მესამე ადგილი დავიკავოთ".

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული