გორან იაგოდნიკი: D ჯგუფში ორი ლიდერია - სლოვენია და საქართველო

AutoSharing Option
საქართველო-ბელგიის მატჩს თვალყური ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი ფავორიტის - სლოვენიის ნაკრების კალათბურთელმა გორან იაგოდნიკმაც მიადევნა, რომელიც ლიუბლიანას "ოლიმპიაში" ვლადიმერ ბოისასა და გიორგი შერმადინის თანაგუნდელი იყო.
იხილეთ ვიდეო

"გუშინ ვნახეთ საქართველო-ბელგიის თამაში. თქვენი ნაკრები გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე მეტოქე. არ მგონია, რომ ეს გამარჯვება გასაკვირი იყოს, რადგან მე ვიცნობ რამდენიმე ქართველ მოთამაშეს და ისინი არაჩვეულებრივები არიან. მაგალითად, შერმადინსა და ბოისას. მითამაშია ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ, შევხვედრივარ მარკოიშვილს.

რაც შეეხება იმას, რა იქნება მომავალში - საქართველოს შაბათს გავეჯიბრებით. რთული თამაში იქნება, რადგან თქვენს
ნაკრებს მეტი მოტივაცია აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ.

ისე კი, ჯგუფში ორი ლიდერია, ჩვენ და საქართველო".

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული