დევიდ ბლატი: ფაჩულია გუნდის სული და გულია

AutoSharing Option
რუსეთის საკალთბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტად NBA-ს კლუბის "ატალანტა ჰოქსის" ცენტრს ზაზა ფაჩულიას უნდა უფრთხოდნენ. ბლატის თქმით, ფაჩულია ქართული გუნდის სული და გულია.

ბლატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის გუნდისთვის. მისი აზრით საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს. ასევე მწვრთნელმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის სწორი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ გუშინ ბელგიის ნაკრები 81:59 დაამარცხა, ხოლო რუსეთმა უკრაინას 73:64 სძლია. რუსეთისა და საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 19:00 გაიმართება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული